
დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იუწყება, პროექტის განსახორციელებლად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
პროექტის ფარგლებში განახლდება სასწავლო ოთახები, მოწესრიგდება ადმინისტრაციული სივრცეები და საინჟინრო კომუნიკაციები. სამუშაოების მიზანია სკოლის ინფრასტრუქტურის თანამედროვე სასწავლო პროცესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობს, რათა განისაზღვროს, რომელ შენობებს სრული რეაბილიტაცია დასჭირდება და სად იქნება ახალი სკოლის მშენებლობა საჭირო. მანამდე სკოლების ნაწილში სწავლა დროებით დისტანციურად გაგრძელდა, ნაწილს კი საკუთარ შენობაში სწავლის გაგრძელების უფლება მიეცა.
BM.GE
წყარო: bm.ge