მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 250-დოლარიან ბანკნოტზე ტრამპის პორტრეტი იქნება?
250-დოლარიან ბანკნოტზე ტრამპის პორტრეტი იქნება?

250-დოლარიან ბანკნოტზე ტრამპის პორტრეტი იქნება?

BM.GE29 მაისი, 2026, 03:55|bm.ge

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფულის ბეჭდვაზე პასუხისმგებელ უწყებაზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რათა მათ პრეზიდენტის პორტრეტით 250 დოლარის ნომინალის მქონე ახალი კუპიურის პროტოტიპი შეექმნათ.

ინიციატივამ, რომელიც ბოლო 150 წლის განმავლობაში განმავლობაში აშშ-ის ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახვის პირველი შემთხვევა შეიძლება გახდეს, უწყების შიგნით სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.

The Washington Post-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერებით ირკვევა, რომ გასული წლის აგვისტოსა და სექტემბერში აშშ-ის ხაზინდარმა, ბრენდონ ბიჩმა სახელმწიფო ბეჭდვისა და გამოცემის ბიუროს თანამშრომლებს ბანკნოტის მაკეტები პირადად გადასცა. ერთ-ერთ ესკიზზე დონალდ ტრამპის პორტრეტი კუპიურის ცენტრში, თავად პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის ხელმოწერებს შორის არის განთავსებული.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს ბიუროს დირექტორი, პატრისია სოლიმენე, რომელიც პროცესს სამართლებრივი ბარიერების გამო ეწინააღმდეგებოდა, თანამდებობიდან მოულოდნელად გადააყენეს და სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს. მის ადგილზე კი ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ბრენდონ ბიჩის ყოფილი უფროსი მრჩეველი, მაიკ ბრაუნი დაინიშნა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკული კანონმდებლობა ეროვნულ ვალუტაზე მხოლოდ გარდაცვლილი პირების გამოსახვას უშვებს, ახალი ნომინალის მიმოქცევაში გაშვებას კი კონგრესის ოფიციალური ნებართვა სჭირდება. ამასთან, ბიუროს ყოფილი დირექტორის, ლარი ფელიქსის განმარტებით, მაღალი ღირებულების მქონე ახალი ბანკნოტის საიმედოობის უზრუნველყოფას, ყალბი ფულისგან დამცავი მექანიზმების შემუშავებას და ფედერალურ რეზერვთან, საიდუმლო სამსახურსა თუ კერძო სექტორთან კოორდინაციას ხშირად 6-იდან 10 წლამდე სჭირდება.

რაც შეეხება ბანკნოტის დიზაინს, პროექტის ავტორი ბრიტანელი მხატვარი იენ ალექსანდრია, რომელმაც განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ესკიზში ცვლილებების შეტანა თავად სთხოვა, რაც ამერიკის დროშის ფერებისა და ქვეყნის დაარსების 250 წლისთავისადმი მიძღვნილი ლოგოს დამატებას ითვალისწინებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE