მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. $250-მილიონიანი მულტიფუნქციური პროექტი ბათუმში - Corall Seaside Resort
$250-მილიონიანი მულტიფუნქციური პროექტი ბათუმში - Corall Seaside Resort

$250-მილიონიანი მულტიფუნქციური პროექტი ბათუმში - Corall Seaside Resort

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 16:00|bm.ge

„ბათუმის პირველი ზღვისპირა რეზორტი“ - ამ კონცეფციის გარშემო ვითარდება Corall Seaside Resort, ახალი მასშტაბური პროექტი, რომელიც ბათუმში, სანაპიროს პირველ ზოლში, თამარ მეფის გამზირზე ხორციელდება.

პროექტი შექმნილია როგორც სრულყოფილი ზღვისპირა დანიშნულების ადგილი, სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება როგორც საცხოვრებელი, ისე სასტუმრო და საინვესტიციო შესაძლებლობები.

Corall Seaside Resort ორი გამორჩეული, თანამედროვე ცათამბჯენისგან შემდგარ კომპლექსს აერთიანებს. პროექტის არქიტექტურული და ფუნქციური კონცეფცია ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო აპარტამენტებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს და დასვენებისთვის განკუთვნილ მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას.

კომპლექსში მოეწყობა კერძო სანაპირო, იახტ-კლუბი, სპა და ველნეს სივრცეები, საცურაო აუზები, რესტორნები და კომერციული ინფრასტრუქტურა. შედეგად, პროექტი სტუმრებს და მაცხოვრებლებს ერთ სივრცეში ცხოვრების, დასვენების და ზღვისპირა გამოცდილების სრულ შესაძლებლობას შესთავაზებს.

Corall Seaside Resort-ის უკან სამი ქართული ბიზნესჯგუფი: Ibercompany Holding, Grande Group და Mziuri Development დგას. კომპანიები პროექტს ერთობლივად ახორციელებენ, მათი პარტნიორობა კი დეველოპმენტის, მშენებლობის, სასტუმრო ინდუსტრიის, ენერგეტიკის, წარმოებისა და სხვა მიმართულებებში დაგროვილ მრავალწლიან გამოცდილებას აერთიანებს.

პროექტის კონცეფცია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და საინვესტიციო მიმართულების, განვითარებას უკავშირდება. Corall Seaside Resort-ის მიზანია ქალაქში თანამედროვე საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და ბათუმის ზღვისპირა პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენება.

პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა საინვესტიციო მიმართულებითაც. საცხოვრებელი და საინვესტიციო აპარტამენტები კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ხოლო სასტუმრო და მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურა პროექტს ერთიან, მრავალფუნქციურ დანიშნულების ადგილად აყალიბებს.

Corall Seaside Resort-ის წინასწარი გაყიდვები 10 სექტემბრიდან დაიწყება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.corallbatumi.com

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება - EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება - EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

BM.GE

ასეთი მარტივი "ჩორტაობა" შედეგს [არ მოიტანს] - ირაკლი კობახიძე მის შემცვლელად ზურაბ პატარაძის განხილვაზე

ასეთი მარტივი "ჩორტაობა" შედეგს [არ მოიტანს] - ირაკლი კობახიძე მის შემცვლელად ზურაბ პატარაძის განხილვაზე

BM.GE

პორტების მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტურად უმკლავდებიან | მარიამ ქვრივიშვილი

პორტების მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტურად უმკლავდებიან | მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

40 000 კვალიფიციური მეზღვაურის დეფიციტი იქნება - IMO საქართველოსგან მიწოდების ზრდას ელოდება

40 000 კვალიფიციური მეზღვაურის დეფიციტი იქნება - IMO საქართველოსგან მიწოდების ზრდას ელოდება

BM.GE