მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება - EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება - EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება - EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 16:17|bm.ge

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს.

თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) შორის ხელი ტრამვაის პროექტირებასა და მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.

"იდეიდან და დაპირებიდან გადავდივართ კონკრეტულ საქმეზე. ეს ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება. მას სჭირდება დაგეგმვმა, ფინანსები, დრო, პროფესიონალების ჩართულობა და პოლიტიკური ნება, რომ დაგეგმილი საქმე ბოლომდე მიიყვანო", - თქვა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც მხარდაჭერისთვის "ქართულ ოცნებას" და პრემიერ კობახიძეს მადლობა გადაუხადა.

კალაძემ თქვა, რომ მათი მიზანია ქალაქში გადაადგილება იყოს კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი.

"გვინდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანმა აირჩიოს არა იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს, არამედ იმიტომ რომ ის არის სწრაფი, კომფორტული და საიმედო. ტრამვაი ამ სისტემის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება" - ამბობს კახა კალაძე.

აღსანიშნავია, რომ დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის პროექტი 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და ტრამვაის დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი Design-Build (DB) მოდელით განხორციელდება, რაც ერთ კონტრაქტორზე აერთიანებს როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის ვალდებულებას. პროექტის დასრულებისთვის 36-თვიანი ვადაა განსაზღვრული.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, EmreRay-ს განხორციელებული აქვს სტამბოლის ემინონუ-კაბატაშის 7.3-კილომეტრიანი ტრამვაის მონაკვეთის პროექტი, რომელიც ლიანდაგებისა და საკონტაქტო ელექტროგაყვანილობის მოწყობას მოიცავდა.

კომპანიის გამოცდილებაში ასევე შედის თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში 17-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის პროექტი, ხოლო ქალაქ ანტალიაში ტრამვაის სისტემის ელექტრიფიკაციის სამუშაოები.

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში EmreRay-ის ერთობლივმა საწარმომ სამუშაოების შესრულება 287,654,321 ლარად შესთავაზა, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, 416.6 მილიონ ლარზე, დაახლოებით 129 მილიონი ლარით ნაკლებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • 7 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება შეიზღუდება - გადაამოწმეთ მისამართირუსთავი 2
  • თბილისში უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავესფორმულა
  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეიმედი
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

1.5 წელი დამჭირდა მართვის სისტემის პრობლემებისგან გასაწმენდად|კობახიძე ღარიბაშვილს აკრიტიკებს

1.5 წელი დამჭირდა მართვის სისტემის პრობლემებისგან გასაწმენდად|კობახიძე ღარიბაშვილს აკრიტიკებს

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ჩვენ ტრადიციულად ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი ვართ. ძლიერი ევროპა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის | კობახიძე

ჩვენ ტრადიციულად ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი ვართ. ძლიერი ევროპა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის | კობახიძე

BM.GE

როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს - კალაძე ტრამვაის პროექტზე

როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს - კალაძე ტრამვაის პროექტზე

BM.GE