
ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიები Transfermarkt-ის ყველაზე ძვირადღირებული ძმების TOP-5-ეულში არიან
ქართველი ფეხბურთელი ძმები ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიები საფეხბურთო სამყაროში Transfermarkt-ის ყველაზე ძვირადღირებული ძმების TOP-5-ეულში არიან. Transfermarkt-მა მსოფლიოს ფეხბურთში ამჟამად მოთამაშე ძმების წყვილების ჯამური საბაზრო ღირებულება გამოთვალა და ყველაზე ძვირად ღირებული რეიტინგი შეადგინა.
ფეხბურთი ყოველთვის იყო ოჯახური ტრადიციების ნაწილი. ჩარლტონებიდან დაწყებული, ნევილებით დამთავრებული, სპორტის ისტორიაში არაერთი ძმის ისტორია გვხვდება - ფეხბურთელების, რომლებიც ერთ ეზოში გაიზარდნენ, ერთ ბურთს დასდევდნენ, ბავშვობაში ერთსა და იმავე კედელს ურტყამდნენ და საბოლოოდ, უმაღლეს დონეზე, ერთ მოედანზეც აღმოჩნდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, ერთი რამ შეიცვალა - ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება. თუ ადრე ძმებს შორის კონკურენცია ტიტულებითა და სანაკრებო მატჩებით იზომებოდა, დღეს მას ფინანსური განზომილებაც დაემატა და ეს მაჩვენებლები სულ უფრო შთამბეჭდავი ხდება.
Transfermarkt-ის რეიტინგში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი მოხვდა, რომელთა ძმის შესახებაც შესაძლოა ბევრმა არაფერი იცოდეს. ხუთი წყვილის საერთო საბაზრო ღირებულება კი 100 მილიონ ევროს ან მეტს შეადგენს.
ფეხბურთში ყველაზე ძვირადღირებული ძმები
5. ბრედლი და მალკოლმ ბარკოლები - ჯამური საბაზრო ღირებულება: 100 მილიონი ევრორეიტინგის მეხუთე პოზიციაზე ბრედლი და მალკოლმ ბარკოლები არიან. ბრედლი ბარკოლა, რომელიც გასულ ზაფხულს "პსჟ-დან" „ლივერპულში“ გადავიდა, დღეს 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ფრანგმა გარემარბმა მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიჩინა თავი. თუმცა, ბევრისთვის შესაძლოა უცნობი იყოს, რომ მას უფროსი ძმა, 27 წლის მალკოლმ ბარკოლა ჰყავს, რომელიც მეკარეა და მაროკოს ჩემპიონატში, „იტიჰად ტანჟერში“ თამაშობს. მისი საბაზრო ღირებულება კი მხოლოდ 50 ათასი ევროა.
4. ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიები - ჯამური საბაზრო ღირებულება: 141.5 მილიონი ევრორეიტინგის მეოთხე პოზიციაზე ქართველი ძმები, ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიები არიან. ხვიჩა კვარაცხელია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 140 მილიონი ევროა, "პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გარემარბად ჩამოყალიბდა. მისი სათამაშო სტილი და ინდივიდუალური ოსტატობა მეტოქეებისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. Transfermarkt-ის მასალაში ასევე აღნიშნულია მისი ბოლოდროინდელი ჯვარედინი მუხლის იოგის ტრავმა, რომელმაც არა მხოლოდ პარიზული კლუბის გულშემატკივრები, არამედ ფეხბურთის მოყვარულებიც დაამწუხრა. თუმცა, შესაძლოა, კვარაცხელიების ოჯახში კიდევ ერთი დიდი საფეხბურთო ტალანტი გამოჩნდეს. ხვიჩას უმცროსი ძმა, 16 წლის თორნიკე, თბილისის „დინამოში“ თამაშობს და უკვე ევროპული კლუბების ინტერესსაც იწვევს. მისი საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.
3. დეზირე და გელა დუე - ჯამური საბაზრო ღირებულება: 150 მილიონი ევრორეიტინგის მესამე პოზიციას ფრანგი ძმები, დეზირე და გელა დუეები იკავებენ. დეზირე დუე "პსჟ-ის" ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია და პარიზულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამე ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს. მისი საბაზრო ღირებულება 120 მილიონი ევროა. უფროსი ძმა, 24 წლის გელა დუე კი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და გერმანიის ბუნდესლიგაში, ლევერკუზენის „ბაიერში“ ასპარეზობს. მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.
2. ჯუდ და ჯობ ბელინგემი - ჯამური საბაზრო ღირებულება: 200 მილიონი ევრო2023 წელს მადრიდის „რეალში“ 103 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადასვლის შემდეგ ჯუდ ბელინგემმა მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია დაიკავა. მისი საბაზრო ღირებულება 160 მილიონი ევროა. ინგლისის ნაკრებისა და „რეალის“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი წარმატებით აგრძელებს კარიერას, თუმცა ფეხბურთში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას მისი უმცროსი ძმა, ჯობ ბელინგემიც ცდილობს. 2025 წელს „სანდერლენდიდან“ დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადასვლის შემდეგ 40 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელი გერმანულ კლუბში პროგრესირებს.
1. კილიან და ეთან მბაპე - ჯამური საბაზრო ღირებულება: 212 მილიონი ევრომსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავი კილიან მბაპე, რომლის საბაზრო ღირებულებაც 200 მილიონ ევროს შეადგენს, პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა შორის მესამე ადგილზეა. მიმდინარე სეზონში ის მადრიდის „რეალში“ გამორჩეულად თამაშობს, თუმცა მბაპეების ოჯახში ფეხბურთით მხოლოდ კილიანი არ არის დაკავებული. მისი უმცროსი ძმა, ეთან მბაპე, რომლის საბაზრო ღირებულებაც 12 მილიონი ევროა, საფრანგეთის ლიგა 1-ში, „ლილში“ ვითარდება. 19 წლის გარემარბმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის რვა მატჩში ორი გოლის გატანა შეძლო.
BM.GE
წყარო: bm.ge