მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 26 მაისის ღონისძიებებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾8 მილიონი გამოიყო
26 მაისის ღონისძიებებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾8 მილიონი გამოიყო

26 მაისის ღონისძიებებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾8 მილიონი გამოიყო

BM.GE15 მაისი, 2026, 22:24|bm.ge

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8,081,647 ლარი გამოიყო. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დოკუმენტის მიხედვით, თანხა გამოიყო „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის.

განკარგულების თანახმად, ყველაზე დიდი თანხა – 2,422,778 ლარი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყო. საქართველოს კულტურის სამინისტრო კი 2 მილიონ ლარს მიიღებს.

დაფინანსება ასევე გადანაწილდა სხვა უწყებებზე, მათ შორის:

• საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო – 825,000 ლარი; • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 695,259 ლარი; • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 692,555 ლარი; • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 660,220 ლარი; • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – 470,000 ლარი; • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 315,835 ლარი. • საქართველოს ფოსტას კი ღონისძიებისთვის 156,764 ლარის გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე მიეცა თანხმობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →მილიონი →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE