ორიგინალი
28 ნოემბრის განცხადება არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას - ირაკლი კობახიძე
BM.GE·20:45

28 ნოემბრის განცხადება არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას - ირაკლი კობახიძე

28 ნოემბერი, 2026 · 20:45

პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროინტეგრაციის დაპირება ძალაშია და მთავრობას მისთვის არ გადაუხვევია. მან ამის შესახებ "იმედის" ეთერში განაცხადა, სადაც 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

საუბარია განცხადებაზე, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების ორი წლისთავთან დაკავშირებით თბილისში ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობა "საქართველო ევროპაა" მიმდინარეობს.

"28 ნოემბრის განცხადებას ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა, ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას, არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ფორმით",- ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ ამ ნაბიჯით ევროპულ ბიუროკრატიას შანტაჟი შეაწყვეტინეს.

„უფრო მეტიც, მე მინდა გაგახსენოთ ამ განცხადების ციტატები - საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლისთვისაც ორგანული და ძვირფასია ტრადიციული ევროპული ღირებულებები. როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ და ასე გრძელდება. ნახსენებია ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, რომლებმაც ევროპული ღირებულებები ჩვენი აზროვნების ლაიტმოტივად აქციეს და შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. ეს წერია იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა 2023 წლის 28 ნოემბერს. ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა ამ განცხადებას, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ფორმით. ჩვენ უბრალოდ შევაწყვეტინეთ შანტაჟი 4 წლის განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას, რითაც დავამშვიდეთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანა დაამშვიდა, რადგან შანტაჟისთვის ვეღარ გამოიყენება ევროინტეგრაციის საკითხი.

„გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ და ამით მუდმივად ცდილობდნენ ქვეყანაში ვითარების არევას, ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ამას ხელს. ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს. სრულიად სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანია. ძალიან ბევრი ადამიანი ააღელვეს და ბევრი ადამიანი იყო გულწრფელად აღელვებული. თუმცა, ეს ყველაფერი იყო, სამწუხაროდ, კონკრეტული ადამიანების სიცრუეზე, ცრუ განცხადებებზე დაფუძნებული. საბოლოო ჯამში, რა მიიღო ამ ყველაფრით ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა 5-დღიანი ძალიან მძიმე მღელვარება, ხელისუფლების შეცვლის კიდევ ერთი ძალადობრივი მცდელობა, რომელიც ძალიან უხეში ფორმით იყო გამოხატული და ყველას მძიმედ გვახსოვს, ბუნებრივია, ეს 5 დღე, თუმცა ამ 5-მა დღემ შემდეგ მოგვცა ჩვენ ქვეყნის დამშვიდების საშუალება. ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ბევრად უფრო მშვიდი ვითარება, ვიდრე იყო მანამდე. ეს არის ზუსტად ამ გადაწყვეტილების დამსახურება. შანტაჟისთვის ვეღარ გამოიყენება ევროინტეგრაციის საკითხი ამ 2 წლის განმავლობაში, სწორედ ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა. შუალედში იყო ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა, ზუსტად შარშან ამ დროს, ოქტომბერში, რასაც სახელმწიფომ ასევე საკადრისი პასუხი გასცა. თუმცა, მთლიანობაში რომ ავიღოთ ბოლო 2 წელი, ეს ორი წელი იყო ბევრად უფრო მშვიდი, ვიდრე 2020-2024 წლის პერიოდი. ქვეყნის დამშვიდება იყო ჩვენი ამოცანა, შანტაჟის შესაძლებლობის არ მიცემა და ორწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენმა ნაბიჯმა გაამართლა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 28 ნოემბრის განცხადება არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას - ირაკლი კობახიძე

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • ფორმულა·15:17
    კობახიძე: გულდასაწყვეტია, რომ გულშემატკივარმა ასეთ შეთავაზებას არასწორი ქმედებით უპასუხა
  • ტვ პირველი·13:07
    უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ორი წლის წინ კობახიძის ნათქვამი ხალხის ნება არ არის - შუქრი ბურჭულაძე
  • პალიტრა ნიუსი·12:59
    „დაასახელონ, ვინ ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს“ - ირაკლი კობახიძე ბრიუსელის კრიტიკას პასუხობს
  • რუსთავი 2·10:08
    ირაკლი კობახიძე: USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·21:34

წელს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციები 10-15%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“

წელს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციები 10-15%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“
BM.GE·21:25

ცნობილი გამონათქვამია, რომ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, 18%-ია - ირაკლი კობახიძე

ცნობილი გამონათქვამია, რომ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
BM.GE·21:10

რუსეთთან პრაგმატული და ძალიან ღირსეული პოლიტიკა გვაქვს, თავისი წითელი ხაზებით - ირაკლი კობახიძე

რუსეთთან პრაგმატული და ძალიან ღირსეული პოლიტიკა გვაქვს, თავისი წითელი ხაზებით - ირაკლი კობახიძე
BM.GE·20:51

წელს, მინიმუმ 20-30 ათასი ტონა ქართული მანდარინი დალპება და გადაიყრება - ვაჟა მკურნალიძე

წელს, მინიმუმ 20-30 ათასი ტონა ქართული მანდარინი დალპება და გადაიყრება - ვაჟა მკურნალიძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.