მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. $2.85 მლრდ-ის ადგილობრივი ექსპორტი 7 თვეში - სად/რა გავყიდეთ?
$2.85 მლრდ-ის ადგილობრივი ექსპორტი 7 თვეში - სად/რა გავყიდეთ?

$2.85 მლრდ-ის ადგილობრივი ექსპორტი 7 თვეში - სად/რა გავყიდეთ?

BM.GE19 აგვისტო, 2026, 17:02|bm.ge

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ადგილობრივმა ექსპორტმა, ანუ რეექსპორტის გარეშე ექსპორტმა, 2.85 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64.1%-ით მეტია. ადგილობრივი ექსპორტის წილმა მთლიანი ექსპორტის 61.1% შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ზრდაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი რამდენიმე მსხვილმა საექსპორტო სასაქონლო ჯგუფმა შეიტანა.

TOP-10 სასაქონლო ჯგუფი რეექსპორტში

• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $543.2 მლნ, ზრდა 4,000.1%; • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $356.3 მლნ, ზრდა 75.6%; • ფეროშენადნობები - $187.1 მლნ, ზრდა 74.3%; • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $150.6 მლნ, ზრდა 310.8%; • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $140.6 მლნ, კლება 2.9%; • მინერალური და გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით - $119.7 მლნ, ზრდა 22.3%; • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $115.8 მლნ, ზრდა 15.5%; • სპირტიანი სასმელები - $104.2 მლნ, კლება 14.8%; • აზოტოვანი სასუქები - $100.4 მლნ, ზრდა 24.8%; • დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით ოქრო - $90.2 მლნ, ზრდა 31.7%.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ექსპორტში ყველაზე დიდი ზრდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიმართულებით დაფიქსირდა. 2025 წლის იანვარ-ივლისში ამ პროდუქციის ექსპორტი მხოლოდ $13.2 მლნ იყო, 2026 წლის იმავე პერიოდში კი $543.2 მლნ-მდე გაიზარდა.

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის ყველაზე დიდი ბაზარი ჩინეთი იყო $480.2 მლნ, რაც წლიურად 184.5%-იან ზრდას ნიშნავს.

მეორე ადგილზე რუსეთია - $409.7 მლნ, ზრდა 6.2%, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთი - $279.4 მლნ, ზრდა 59.5%.

10 საექსპორტო მიმართულებაში ასევე შედის:

• ტოგო - $136.7 მლნ; • სომხეთი - $127.3 მლნ, ზრდა 26.8%; • ბულგარეთი - $123.1 მლნ, ზრდა 14.3%; • აზერბაიჯანი - $99.1 მლნ, ზრდა 12.6%; • შვეიცარია - $84.4 მლნ, ზრდა 31.2%; • აშშ - $78.0 მლნ, ზრდა 79.2%; • უკრაინა - $72.5 მლნ, ზრდა 46.4%.

ამასთან, ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 66.2% იყო.

ცალკე აღსანიშნავია, რომ მთლიანად საქართველოდან საქონლის ექსპორტმა 2026 წლის იანვარ-ივლისში $4.67 მლრდ შეადგინა, რაც წლიურად 21.6%-იანი ზრდაა.

საქსტატის განმარტებით, ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც საქართველოში წარმოებულ, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ საქონელს, რომელმაც საქართველოში არსებითი სახეცვლილება განიცადა ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტმა შვედეთი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

ევროპარლამენტმა შვედეთი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

BM.GE

“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” - გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი

“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” - გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი

BM.GE

მერია რუსთაველის გამზირზე არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია რუსთაველის გამზირზე არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

36 TikTok ვიდეო 4 თვეში - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიორგი ჯობავასთან 56 000-ლარიანი კონტრაქტი გააფორმა

36 TikTok ვიდეო 4 თვეში - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიორგი ჯობავასთან 56 000-ლარიანი კონტრაქტი გააფორმა

BM.GE