მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 3 ივნისის ღონისძიებების ანონსი
3 ივნისის ღონისძიებების ანონსი

3 ივნისის ღონისძიებების ანონსი

BM.GE2 ივნისი, 2026, 20:00|bm.ge

3 ივნისის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, სამომხმარებლო ფასების ინდექსს (2026 წლის მაისი).

12:30 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ (1-5150/26, 29.05.2026) და „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება (1-4740/26; 20.05.2026); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (1-5152/26, 29.05.2026); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (285/2-XIმპ, 03.04.2026) განხილვა III მოსმენით; მომხსენებელი: ზვიად გაბისონია - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (290/2-XIმპ, 08.04.2026) განხილვა III მოსმენით; მომხსენებელი: ზვიად გაბისონია - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მის თანამდევი საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (291/2-XIმპ, 08.04.2026) განხილვა III მოსმენით; მომხსენებელი: ზვიად გაბისონია - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

13:00 საათზე, სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (1-5150/26; 29.05.2026); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (1-5152/26; 29.05.2026); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.

15:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: 1. „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (297/6; 22.04.2026); მომხსენებელი: ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი;

2. „2015 წლის „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების 36-ე მუხლის ცვლილების თაობაზე“ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრთა საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის NDEC-I 1/119-VI/2024 გადაწყვეტილება“ (327/6; 22.05.2026); მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ზურაბ ეზუგბაია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

1 წელში საქართველოდან არალეგალურად მყოფი 2 154 უცხოელი გააძევეს - მთავრობის ანგარიში

1 წელში საქართველოდან არალეგალურად მყოფი 2 154 უცხოელი გააძევეს - მთავრობის ანგარიში

BM.GE

საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი დააკავეს

საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი დააკავეს

BM.GE

ვენესუელური ნავთობის ექსპორტი მაისში დღეში 1.25 მილიონ ბარელამდე გაიზარდა

ვენესუელური ნავთობის ექსპორტი მაისში დღეში 1.25 მილიონ ბარელამდე გაიზარდა

BM.GE

2025 წელს "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ₾231 მლნ ლარის საინვესტიციო გეგმის 9% შეასრულა|მიზეზები

2025 წელს "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ₾231 მლნ ლარის საინვესტიციო გეგმის 9% შეასრულა|მიზეზები

BM.GE