მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი
სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE30 ივლისი, 2026, 22:55|bm.ge

წინა წლებთან შედარებით, სვანეთში ტურისტული სეგმენტი რადიკალურად შეიცვალა. თუ ადრე რეგიონი ევროპელი მოგზაურებისთვის იყო მიმზიდველი, ახლა წამყვანი პოზიცია აზიურმა ბაზარმა, კერძოდ კი ჩინეთმა დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი არ შემცირებულა, სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საგრძნობლად იკლო თითოეული ტურისტის მიერ დახარჯულმა თანხამ.

როგორც სასტუმრო “ლაჰილის” მფლობელი, ლევან დადვანი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, აზიელი ტურისტები ძირითადად მხოლოდ განთავსების საფასურს იხდიან, სხვა სერვისებით კი ნაკლებად სარგებლობენ. მეტიც, აზიიდან ჩამოსულ სტუმრებს ხშირად საკუთარი საკვებიც კი ჩამოაქვთ.

“ყველაზე აქტიური სეზონი ახლაა მესტიაში/სვანეთში და ამ მომენტში ტურისტების ნაკლებობას არ განვიცდით, მაგრამ მხარჯველობითი უნარი შემცირებულია. სეგმენტი სრულიად გამოიცვალა და გადავედით თითქმის მთლიანად აზიაზე. ამ მხრივ სვანეთის რეგიონში ჩინეთი ლიდერობს და სურათი რადიკალურად შეცვლილია წინა წლებთან შედარებით.

განთავსებაში თანხას ნორმალურად იხდიან, უბრალოდ ცვლილებები გამოიწვია სხვადასხვა ტურიზმში ჩართულმა სეგმენტებმა, მაგალითად კვების ობიექტებმა, გიდებმა, ცხენების ტურებმა... იმიტომ რომ მათთვის მთავარი დაინტერესება არის სასტუმროში განთავსება და რაღაც ადგილზე სურათის გადაღება. მეტს დიდად თანხებს ფაქტობრივად არაფერში ხარჯავენ. სასტუმროს რესტორნებიც თითქმის შეკვეთები აღარ არის. არა იმიტომ რომ ცუდი იყო ან არა იმიტომ რომ ძვირია — არ არის ჩვენი რეგიონი ძვირი — იმიტომ რომ, უმეტესობა აზიიდან თავიანთი საკვებით მოდის. ჩამოაქვთ თავიანთი საკვები და ძალიან უცნაური სიტუაციაა ტურიზმის მხრივ”, - აცხადებს დადვანი.

რაც შეეხება მომავალ სეზონს, "ლაჰილის" მფლობელის თქმით, ზამთრის ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. საინტერესოა ის, რომ ზამთარში აზიური ბაზარი პასიურია. ძირითადი მომხმარებლები კვლავ პოსტსაბჭოთა და ევროპის ქვეყნებიდან არიან, რომლებისთვისაც სამთო-სათხილამურო კულტურა პრიორიტეტულია.

“ალპური ტურიზმის ნიშა ფაქტობრივად დავკარგეთ, ტურისტები დავკარგეთ და აზიურ ბაზარზე ვართ გადასული, რომელიც კითხვის ნიშანს აჩენს, რა იქნება ზამთარში. მოგეხსენებათ, ზამთრის ტურიზმით ძირითადად დასავლეთის ქვეყნები არიან დაინტერესებული, სადაც თხილამურზე სრიალის კულტურაა. აზიაში მხოლოდ ორ ქვეყანაშია — კორეაში და იაპონიაში”, - აცხადებს დადვანი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE