მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 3 თვეში საქართველოში მშენებლობის 2 472 ნებართვა გაიცა - ზრდა 4.8%-იანია
3 თვეში საქართველოში მშენებლობის 2 472 ნებართვა გაიცა - ზრდა 4.8%-იანია

3 თვეში საქართველოში მშენებლობის 2 472 ნებართვა გაიცა - ზრდა 4.8%-იანია

BM.GE30 აპრილი, 2026, 19:02|bm.ge

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მასშტაბით მშენებლობებზე 2 472 ახალი ნებართვა გაიცა, 4.8%-ით უფრო მეტი, ვიდრე 2025 წლის იანვარ-მარტში - ამის შესახებ პუბლიკაციას სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

საქსტატის თანახმად, გაცემულ ნებართვებზე მშენებლობის საერთო ფართობმა 2.36 მილიონი კვადრატული მეტი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დაახლოებით 230 ათასი კვადრატული მეტრით შემცირებული მაჩვენებელია.

ტიპების მიხედვით, ყველაზე მეტი - 1 203 ნებართვა - საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გაიცა. ნებართვების განაწილება კი ასე გამოიყურება:

ადმინისტრაციული შენობა 30 საცხოვრებელი შენობა 1 758 სავაჭრო ობიექტი 149 ავტოგასამართი სადგური 8 კაფე-ბარი-რესტორანი 10 ავტოსადგომი 12 სპორტული ნაგებობა და მოედანი 17 სასტუმრო 43 სასწავლო დაწესებულება 15 სკოლამდელი დაწესებულება 5 კულტურის დაწესებულება 3 ჯანდაცვის ობიექტი 13 სამრეწველო და სასაწყობო შენობა 177 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 25 სხვა 207

რაც შეეხება გეოგრაფიულ განაწილებას, პირველ კვარტალში მშენებლობის ყველაზე მეტი - 1 203 ნებართვა - თბილისში გაიცა. ყველაზე ნაკლები - 17 ნებართვა კი - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში.

სამშენებლო ნებართვების განაწილება რეგიონების მიხედვით:

• თბილისი - 1 203 • აჭარის არ - 140 • გურია - 43 • იმერეთი - 125 • კახეთი - 192 • მცხეთა-მთიანეთი - 192 • რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 17 • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 89 • სამცხე-ჯავახეთი - 90 • ქვემო ქართლი - 250 • შიდა ქართლი - 131

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი დარჩიაშვილს: თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი მოღალატეობრივი რეზოლუციის, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ და ომის დაწყება ჩვენ სამხედროებს დააბრალეთ - ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ?რუსთავი 2
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE