მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 350-მდე პარტნიორი კომპანია და ახალი AI ინსტრუმენტები - როგორ აჯამებს წელს Retain-ი
350-მდე პარტნიორი კომპანია და ახალი AI ინსტრუმენტები - როგორ აჯამებს წელს Retain-ი

350-მდე პარტნიორი კომპანია და ახალი AI ინსტრუმენტები - როგორ აჯამებს წელს Retain-ი

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 02:51|bm.ge

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Retain-ი, რომელიც ბაზარზე 2023 წელს, სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული QR კოდებით გამოჩნდა, სრულყოფილ ტექნოლოგიურ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა და 350-მდე პარტნიორ ბიზნესს აერთიანებს - ამის შესახებ BM.GE-სთან Retain-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ლევან ჯაბუამ ისაუბრა.

როგორც ლევან ჯაბუა განმარტავს, Retain-ის პროდუქტებს შორის მხოლოდ მომხმარებელთა უკუკავშირის მისაღებად საჭირო ფიზიკური QR კოდები აღარ არის. ამჟამად სტარტაპი SMS მარკეტინგს, ბიზნესის შეფასების ციფრული პლატფორმებსა და სხვა ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს აერთიანებს.

"დღეს 350-მდე პარტნიორი კომპანია გვყავს. ჩვენი მიზანია, კომპანიებს ერთიანი ეკოსისტემა შევთავაზოთ: იქნება ეს ლოკაციაზე დატოვებული შეფასება QR კოდით, სერვისის მიღების შემდეგ SMS-ით, მეილითა თუ WhatsApp-ით გაგზავნილი ბმული, თუ მონაცემთა დამუშავებასა და სარეკლამო SMS-ებზე თანხმობის მართვა - ბიზნესს ჩვენთან მოსვლისას სრული პაკეტი ხვდება. ამ მიმართულებით წელს ათობით ახალი ინტეგრაცია განვახორციელეთ პარტნიორთა შიდა ბაზებთან, რაც პროცესს სრულად ავტომატურს ხდის", - აცხადებს ლევან ჯაბუა.

მისივე თქმით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონმდებლობის ფონზე, ბიზნესისთვის განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა სარეკლამო შეტყობინებებზე მომხმარებლის ოფიციალური თანხმობის აღების მოდული. თუ ადრე ამ თემაზე მხოლოდ დროებითი აჟიოტაჟი შეიმჩნეოდა, დღეს მომხმარებელმაც კარგად იცის საკუთარი უფლებები და კომპანიებიც განსაკუთრებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თანხმობების მოპოვებას.

ლევან ჯაბუას თქმით, დიდი კომპანიებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ათასობით შემოსული კომენტარის დამუშავება წარმოადგენს. Retain-მა მიმდინარე წელს პლატფორმას ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმები დაამატა, რამაც ანალიტიკის პროცესი გაამარტივა.

"კომპანიები ჩვენი სისტემით ყოველთვიურად ათასობით უკუკავშირს იღებენ. ამ კომენტარების სათითაოდ წაკითხვა დიდ დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, სისტემაში ხელოვნური ინტელექტი შემოვიტანეთ, რომელიც ტექსტურ უკუკავშირებს ავტომატურად აანალიზებს, ანიჭებს კატეგორიებს და პირდაპირ რეკომენდაციებად გარდაქმნის. მენეჯერს "დეშბორდზე" რამდენიმე ფილტრით შეუძლია დაინახოს, კონკრეტულად რა აწუხებთ მომხმარებლებს და სად არის პრობლემა, ხელით ძებნის გარეშე", - აღნიშნავს Retain-ის დირექტორი.

კომპანიის განვითარების მომდევნო ეტაპი მომხმარებელთან კომუნიკაციის ყველა შესაძლო წერტილის გაერთიანებაა. ამ მიზნით Retain-მა ახალი მიმართულებაც შეიმუშავა, რომელიც ქოლ-ცენტრის ზარებისა სრულ ანალიზს გულისხმობს.

ლევან ჯაბუას განმარტებით, ტრადიციულად კომპანიები სატელეფონო ზარების მხოლოდ 1-2%-ის გადამოწმებას ახერხებენ, რაც სრულ სურათს ვერ იძლევა: "კომპანიაში თვეში ათიათასობით ზარი შედის და მენეჯმენტს ხშირად წარმოდგენა არ აქვს, რეალურად რა შინაარსის პრობლემებით რეკავს ეს ხალხი, რადგან ყველა ზარის მოსმენა ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენი ახალი ტექნოლოგია ზარების 100%-ს ატექსტებს და აანალიზებს ორ ჭრილში: რამდენად იცავს ოპერატორი კომპანიის მომსახურების სტანდარტს და რა არის ზარის ძირითადი შინაარსი. ეს ბიზნესს ეხმარება, პრობლემები საოპერაციო ცვლილებებად და სწორ ბიზნესგადაწყვეტილებებად აქციოს".

რაც შეეხება მონაცემთა უსაფრთხოებას, კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ სისტემაში შემავალი ინფორმაცია სრულად დაცულია: პერსონალური მონაცემები იშიფრება და იფილტრება, ხოლო სისტემაში მხოლოდ დეპერსონალიზებული, სტატისტიკური შინაარსი მუშავდება. პროდუქტი უკვე გაშვებულია 20-მდე მსხვილ ორგანიზაციაში (მათ შორის საფინანსო და სააფთიაქო სფეროში), ხოლო კიდევ ამდენივე კომპანიაში სატესტო დანერგვა მიმდინარეობს.

კითხვაზე, რამდენად ღიაა არის ქართული ბიზნესი კრიტიკისა და უარყოფითი უკუკავშირის მისაღებად, ლევან ჯაბუა პასუხობს, რომ ბოლო სამ წელიწადში ბაზარზე ცნობიერება რადიკალურად შეიცვალა:

"როდესაც Retain-ს ვიწყებდით, ბანკების გარდა უკუკავშირს სისტემურად თითქმის არავინ ზომავდა. დღეს სიტუაცია სრულიად განსხვავებულია - კომპანიებს გააზრებული აქვთ, რამდენად მნიშვნელოვანია, მომხმარებლის პულსზე მუდმივად ედოთ ხელი. ღიაობა და ინტერესი იმდენად დიდია, რომ ინოვაციური პროდუქტების დანერგვაში ყველაზე მსხვილი ქართული ბრენდებიც კი დიდი ენთუზიაზმით მოგვყვებიან", - აცხადებს ჯაბუა.

რაც შეეხება საერთაშორისო გაფართოებას, Retain-ის სტრატეგია ეტაპობრივ ნაბიჯებს ეფუძნება. კომპანიის გუნდი ამ ეტაპზე მთელ რესურსს საქართველოს ბაზარზე მიმართავს, რათა მომხმარებლის უკუკავშირის სრული, ცენტრალიზებული ჰაბი საბოლოოდ ააწყოს და დახვეწოს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ 2027-2028 წლებში, ქართული ტექნოლოგიური პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე ექსპორტი დაიწყება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას

BM.GE

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალეს – მათგან 216 პატიმარია

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალეს – მათგან 216 პატიმარია

BM.GE

მოლოდინია, რომ ახალი სიმძლავრის აუქციონი დეკემბრის ბოლომდე ჩატარდება - მაია მელიქიძე

მოლოდინია, რომ ახალი სიმძლავრის აუქციონი დეკემბრის ბოლომდე ჩატარდება - მაია მელიქიძე

BM.GE

15%-იანი ზრდა სადაზღვევო ინდუსტრიის ძალიან დიდი მონდომების და მუშაობის შედეგია - ლაშა ნიკოლაძე

15%-იანი ზრდა სადაზღვევო ინდუსტრიის ძალიან დიდი მონდომების და მუშაობის შედეგია - ლაშა ნიკოლაძე

BM.GE