მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე - საბანკო სექტორის 4 თვის შედეგები
4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე - საბანკო სექტორის 4 თვის შედეგები

4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე - საბანკო სექტორის 4 თვის შედეგები

BM.GE21 მაისი, 2026, 21:45|bm.ge

საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის იანვარ-აპრილში 1.17 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის 4 თვის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.

მოგება წლიურ ჭრილში 166.6 მილიონი ლარით, ანუ 16.7%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე.

ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 603 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 16%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 444 მილიონი ლარით (+15% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას უკვე "ბაზისბანკი" იკავებს 38 მილიონი ლარით (+25%), ხოლო "ლიბერთი ბანკის" მოგება კი წლიურ ჭრილში 28%-ით, 29 მილიონ ლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან - პეისერა ბანკი; ჰეშბანკი; სილქ ბანკი და ვითიბი ბანკი საქართველო. ყველაზე დიდი - 15.4 მილიონი ლარის ზარალი 2026 წლის იანვარ-აპრილში სწორედ ვითიბი ბანკს ჰქონდა.

# კომერციული ბანკი მოგება 2026 წლის იანვარ-აპრილში, მლნ ლარი ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 საქართველოს ბანკი 603 მილიონი ლარი; +16% 2 თი–ბი–სი ბანკი 444 მილიონი ლარი; +15% 3 ბაზის ბანკი 38 მილიონი ლარი; +25% 4 ლიბერთი ბანკი 29 მილიონი ლარი; -28% 5 კრედო ბანკი 24 მილიონი ლარი; +1% 6 პროკრედიტ ბანკი 12 მილიონი ლარი; +26% 7 ტერა ბანკი 10 მილიონი ლარი; +22% 8 ქართუ ბანკი 9.1 მილიონი ლარი; -38% 9 ხალიკ ბანკი 7.9 მილიონი ლარი; +57% 10 მიკრობანკი კრისტალი 5.9 მილიონი ლარი; +26% 11 იშ ბანკ 5.1 მილიონი ლარი; +5% 12 პაშაბანკი 3.8 მილიონი ლარი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების ნაცვლად 0.2 მლნ ლარის ზარალზე იყო 13 პეივბანკი 3.5 მილიონი ლარი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების ნაცვლად 0.1 მლნ ლარის ზარალზე იყო 14 ზირაათ ბანკი 1.8 მილიონი ლარი; -15% 15 მიკრობანკი ემბისი 1.2 მილიონი ლარი; +56% 16 პეისერა -0.8 მილიონი ლარი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების ნაცვლად 0.2 მლნ ლარის ზარალზე იყო 17 ჰეშბანკი -3.7 მილიონი ლარი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების ნაცვლად 3 მლნ ლარის ზარალზე იყო 18 სილქ ბანკი -8.9 მილიონი ლარი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების ნაცვლად 7 მლნ ლარის ზარალზე იყო 19 ვი–თი–ბი ბანკი -15.4 მილიონი ლარი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების ნაცვლად 35.6 მლნ ლარის ზარალზე იყო

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE