მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მუნიციპალიტეტებში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
მუნიციპალიტეტებში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

მუნიციპალიტეტებში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

BM.GE5 სექტემბერი, 2026, 18:08|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა;

მუნიციპალური განვითარების ფოდნის მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში გათვალისწინებულია 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის გონიოს დასახლებაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში და ხაშურში, №2 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. პროექტები მოიცავს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას და შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს.

ამასთან, დაგეგმილია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საბავშვო ბაღისა და ბათუმის №11 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე იგეგმება 25 ბავშვზე გათვლილი ბაღების მშენებლობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 6 სოფელში. მათ შორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქობოსა და ზემო გურგენიანში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლედარსალეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში.

პროექტების მიზანია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული გარემოს შექმნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ-ზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ-ზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

BM.GE

4 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

4 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

BM.GE

ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou” 11 ქართული კომპანია მონაწილეობს - სამინისტრო

ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou” 11 ქართული კომპანია მონაწილეობს - სამინისტრო

BM.GE

გაერომ აფრიკის რეალური ზომების ასახვისთვის მსოფლიოს ახალი რუკის მიღებას დაუჭირა მხარი

გაერომ აფრიკის რეალური ზომების ასახვისთვის მსოფლიოს ახალი რუკის მიღებას დაუჭირა მხარი

BM.GE