მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 4 თვეში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი $577 მილიონამდე გაიზარდა - კობახიძის ანგარიში
4 თვეში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი $577 მილიონამდე გაიზარდა - კობახიძის ანგარიში

4 თვეში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი $577 მილიონამდე გაიზარდა - კობახიძის ანგარიში

BM.GE2 ივნისი, 2026, 18:00|bm.ge

საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მზარდია. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 92 ქვეყანაში ექსპორტირებულია 577 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.

სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე მოხსენების თანახმად, მაჩვენებელია წლიურად 13.6%-ით არის გაზრდილი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 84 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2024 წლის მაჩვენებელს აღემატება 10%-ით. ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელმა, 2025 წლის მონაცემებით, 245 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და წლიურად 36%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში მოწინავე ყურძნის ნატურალური ღვინოები და სპირტიანი სასმელებია.

2025 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 550 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები. მსოფლიოს 71 ქვეყანაში ექსპორტირებულია 90 მილიონამდე ლიტრი, 268 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. მსოფლიოს 55 ქვეყანაში ექსპორტირებულია 41 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელი. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 282 მილიონ აშშ დოლარამდე.

2026 წლის პირველ კვარტალში კი ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. მსოფლიოს 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,3 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 53,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

BM.GE