მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 40-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს… სია მზარდია - ბიზნესმენი მამუკა ფიფია
40-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს… სია მზარდია - ბიზნესმენი მამუკა ფიფია

40-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს… სია მზარდია - ბიზნესმენი მამუკა ფიფია

BM.GE13 ივნისი, 2026, 23:57|bm.ge

რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქის, ბიზნესმენ მამუკა ფიფიას ინფორმაციით, არსებობს ქართული კომპანიების სია, რომლებსაც, შესაძლოა, უახლოეს მომავალში რუსეთში ექსპორტი აიკრძალოთ. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, სია მზარდია და სავარაუდოა, რომ აკრძალვა წელს ამოქმედდება. ბიზნესმენის თანახმად, ეს არის კომპანიები, რომლებიც აფინანსებენ ანტირუსულ საქმიანობას საქართველოში.

მამუკა ფიფიამ, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივანია, საკითხზე თავდაპირველად სოციალურ ქსელში დაწერა და „სოლოვიოვ ლაივის“ ეთერში ისაუბრა.

ამასთან, ბიზნესმენმა "რადიო თავისუფლებასთან" განმარტა, რომ “ასაკრძალ” კომპანიებს, რომელთა რაოდენობა 40-ზე მეტია და მზარდია, ბრალი ედებათ რუსოფობიასა და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში.

მისი განცხადებით, სიაში შედიან ალკოჰოლური პროდუქციის (ღვინისა და კონიაკის მწარმოებლები/მომწოდებლები), მათ შორის მინერალური წყლების, გაზიანი სასმელების და ლუდის, ასევე თხილეულისა და მშრალი ნარევების მიმწოდებლები. ბიზნესმენმა BMG-სთან აღნიშნა, რომ სიას ასევე დაემატა ლოგისტიკური კომპანიები.

BMG შეეცდება გაარკვიოს, აქვს თუ არა მთავრობას და საქართველოს საგარეო უწყებას საკითხზე ინფორმაცია.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მზარდია - რას და რამდენს ვყიდით|5 წლის ტენდენცია

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენაიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

BM.GE

"მაჩანჩალა" ქვეყნის სტატუსი მივიღეთ... ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან"|ინტერვიუ

"მაჩანჩალა" ქვეყნის სტატუსი მივიღეთ... ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან"|ინტერვიუ

BM.GE

$347 000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება და 119 731-ლარიანი ხელფასი - მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაცია

$347 000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება და 119 731-ლარიანი ხელფასი - მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაცია

BM.GE