მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "$400 მლნ-იანი ჯარიმის გადახდა თითოეულ მოქალაქეს მოუწევს, ინვესტორებისთვის „ბანანის რესპუბლიკის“ სიგნალს ვაგზავნით" - აკაკი ცომაია ENKA-ზე
"$400 მლნ-იანი ჯარიმის გადახდა თითოეულ მოქალაქეს მოუწევს, ინვესტორებისთვის „ბანანის რესპუბლიკის“ სიგნალს ვაგზავნით" - აკაკი ცომაია ENKA-ზე

"$400 მლნ-იანი ჯარიმის გადახდა თითოეულ მოქალაქეს მოუწევს, ინვესტორებისთვის „ბანანის რესპუბლიკის“ სიგნალს ვაგზავნით" - აკაკი ცომაია ENKA-ზე

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 00:32|bm.ge

ამერიკის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ თურქული კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი დაიწყო, რის გამოც საქართველოს 400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა ემუქრება. ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ხოლო ფინანსური ტვირთი პირდაპირ საქართველოს მოქალაქეებსა და გადასახადის გადამხდელებს დააწვება.

როგორც ეკონომისტმა გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ხელისუფლების მცდელობა, გაწელოს სასამართლო პროცესები, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან ყოველ გადაუხდელ კვარტალზე ჯარიმას დამატებითი პროცენტები ერიცხება.

„400 მილიონი დოლარი თითქმის 1 მილიარდი ლარია და ეს ეკონომიკისთვის საკმაოდ მაღალი ტვირთია. ამის გადახდა ფაქტობრივად უწევს გადასახადის გადამხდელს, ანუ თითოეულ ჩვენგანს, მოქალაქეებს, რომლებიც ვიხდით გადასახადს. რისთვის უნდა ვიხადოთ ეს ტვირთი ადამიანებმა და რა არის აქ ჩვენი ბრალი? ესაა საინტერესო. პლუს ამას ყველაფერს, ეს ხელისუფლება ზრდის ფაქტობრივად გადასახდელ პროცენტებს და უფრო მაღალი ფასი უნდა ვიხადოთ იმის გამო, რაც მათ გააკეთეს და რა უაზრო ქმედებებიც განახორციელეს,“ -აცხადებს ეკონომისტი.

მისივე განმარტებით, მსგავსი მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კერძო ინტერესებზე მორგებული გარიგებები და შემდგომი მძიმე ფინანსური სანქციები.

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, თუ როგორ აისახება აღნიშნული დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე. ცომაიას თქმით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ეს მკაფიო სიგნალია, რომ ქვეყანაში სამართლებრივი გარემო არაპროგნოზირებადი და არასანდოა.

„გლობალური, საერთაშორისო ინვესტორებისათვის ეს არის მკვეთრი უარყოფითი სიგნალი, რომ ჩვენ ვართ რაღაც ბანანის ქვეყანა, სადაც ინვესტიციების განხორციელება არ შეიძლება. ენერგოსექტორში ინვესტიციები არ არის საქართველოში სანდო, რადგან შესაძლებელია, მოულოდნელად ინვესტორი დააყენონ ძალიან რთულ მდგომარეობაში. ეს ქეისები ცნობილი ხდება ყველა იმ ინვესტორებისთვის, ვისაც გააჩნია კონკრეტული კომერციული და ეკონომიკური ინტერესი. მაგრამ ახლა თუ ჩვენ ინვესტორებს ვუწოდებთ იმათაც, ვინც ფული იშოვა დალაგების, რაღაც ბირჟაზე დგომის, საკითხების ქურდული მოგვარების, ერთმანეთის გამოგლეჯვის, წართმევის და 90-იანი წლების საბჭოთა-რუსულ ტრადიციებში, ცალსახად მათთვის ეს გარემოება არ იქნება პრობლემური, თუკი ისინი მოახერხებენ კარგად დალაგებას კონკრეტულ ადამიანებთან.“ - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"აზრი, რომ საუკუნის წინ [NGO-ები] არ არსებობდნენ, ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო" - თამარ ონიანი

"აზრი, რომ საუკუნის წინ [NGO-ები] არ არსებობდნენ, ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო" - თამარ ონიანი

BM.GE

„დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ინგა ფხალაძე

„დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ინგა ფხალაძე

BM.GE

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

BM.GE

"საბა კონსთრაქშენის" მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო" - მუნიციპალური განვითარების ფონდი

"საბა კონსთრაქშენის" მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო" - მუნიციპალური განვითარების ფონდი

BM.GE