მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 412 ათასი ლარი უტენდეროდ - კულტურის სამინისტრო 7 ოქტომბერს თელავში „ერეკლეობას“ გეგმავს
412 ათასი ლარი უტენდეროდ - კულტურის სამინისტრო 7 ოქტომბერს თელავში „ერეკლეობას“ გეგმავს

412 ათასი ლარი უტენდეროდ - კულტურის სამინისტრო 7 ოქტომბერს თელავში „ერეკლეობას“ გეგმავს

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 02:46|bm.ge

კულტურის სამინისტრო 2026 წლის 7 ოქტომბერს, თელავში, ერეკლე II-ის სასახლის ეზოში „ერეკლეობისადმი“ მიძღვნილი საკონცერტო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს და ამ მომსახურების მისაღებად შესყიდვების სააგენტოსგან 412 026 ლარის გამარტივებული წესით (უტენდეროდ) დახარჯვაზე თანხმობას ითხოვს.

უწყებამ შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი წერილით უკვე მიმართა. სამინისტროს განმარტებით, შესყიდვის ობიექტები მოიცავს საკონცერტო პროგრამების ორგანიზებას, სცენისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოწყობას, გახმოვანებას, მხატვრულ განათებას, LED ეკრანებსა და ვიდეოვიზუალურ გაფორმებას, მაყურებელთა სივრცის მოწყობას, ფლორისტულ გაფორმებას, ტექნიკური პერსონალის მომსახურებასა და ღონისძიების სრულ ტექნიკურ მართვას.

კულტურის სამინისტრო წერს, რომ ღონისძიების ჩატარების ორგანიზების პროცესში ჩართულ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის შედეგად, ეტაპობრივად დაზუსტდა ღონისძიების შინაარსი, პროგრამა, ტექნიკური გადაწყვეტები, საჭირო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების მოთხოვნები და შესასყიდი მომსახურებების საბოლოო მოცულობები.

უწყების განმარტებით, ტექნიკური მოთხოვნებისა და საბოლოო მოცულობების განსაზღვრა მხოლოდ საორგანიზაციო პროცესის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რის გამოც ელექტრონული პროცედურების წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელი იყო.

„ვინაიდან ღონისძიება 2026 წლის 7 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, ხოლო მანამდე აუცილებელია მასშტაბური სცენური და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მობილიზება, მონტაჟი, უსაფრთხოების შემოწმება, ვიდეოკონტენტისა და განათების სცენარების მომზადება, ტექნიკური რეპეტიციები და ხმის აპარატურის შემოწმება, ელექტრონული ტენდერის ჩატარება პოტენციური რისკების/საფრთხეების მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნულია სამინისტროს დასაბუთებაში.

სამინისტროს შეფასებით, ღონისძიებას განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და ქართული კულტურის, ფოლკლორისა და მუსიკალური ხელოვნების წარდგენას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - „ივანე ჯავახიშვილის სახე ქართულ სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში“ წარდგენა გაიმართაიმედი
  • ღუდუშაური ირანის ელჩზე: ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებასფორმულა
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაახლოებით 400-მდე ოქმია შედგენილი, რომელთა უმრავლესობაზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები - ნათია გიგლემიანირუსთავი 2
  • აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდატვ პირველი
სამინისტროს →კულტურის →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა $15-მილიარდიანი ფოლადის ქარხნის მშენებლობის გეგმა წარადგინა

დონალდ ტრამპმა $15-მილიარდიანი ფოლადის ქარხნის მშენებლობის გეგმა წარადგინა

BM.GE

Shell-მა კანადაში LNG ტერმინალის სიმძლავრის გაორმაგების პროექტი დაამტკიცა

Shell-მა კანადაში LNG ტერმინალის სიმძლავრის გაორმაგების პროექტი დაამტკიცა

BM.GE

მოგების რა მარჟაზე მუშაობენ პლანეტის უმსხვილესი კომპანიები? - TOP 30 გიგანტის რეიტინგი

მოგების რა მარჟაზე მუშაობენ პლანეტის უმსხვილესი კომპანიები? - TOP 30 გიგანტის რეიტინგი

BM.GE

ინდოეთი Deep Tech-ის სექტორში $25 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

ინდოეთი Deep Tech-ის სექტორში $25 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

BM.GE