მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 4Hospitals-მა b-ONE-ის მასშტაბური კონფერენცია გამართა — ამერიკული ხარისხი, 80-ზე მეტი ტრავმატოლოგი და FDA-სერთიფიცირებული იმპლანტები
4Hospitals-მა b-ONE-ის მასშტაბური კონფერენცია გამართა — ამერიკული ხარისხი, 80-ზე მეტი ტრავმატოლოგი და FDA-სერთიფიცირებული იმპლანტები

4Hospitals-მა b-ONE-ის მასშტაბური კონფერენცია გამართა — ამერიკული ხარისხი, 80-ზე მეტი ტრავმატოლოგი და FDA-სერთიფიცირებული იმპლანტები

BM.GE11 აგვისტო, 2026, 20:59|bm.ge

4Hospitals-მა, ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 4–5 ივლისს ამერიკული იმპლანტების მწარმოებელი ბრენდის b-ONE-ის — მასშტაბური საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა კლინიკის 80-მდე წამყვანი ტრავმატოლოგი დაესწრო. ღონისძიება სასტუმრო Kass Land Diamond Resort-ში გაიმართა.

კონფერენციის მთავარი მიზანი ქართველი ტრავმატოლოგებისთვის b-ONE-ის იმპლანტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და კლინიკური გამოცდილების გაზიარება იყო. მსგავსი ფორმატის საგანმანათლებლო ღონისძიებები ექიმებს შესაძლებლობას აძლევს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა, გაეცნონ ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მათ ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის.

b-ONE ამერიკული იმპლანტების მწარმოებელი ბრენდია, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 4Hospitals-ია. ბრენდი აწარმოებს მენჯ-ბარძაყისა და მუხლის იმპლანტებს, რომლებიც FDA-ის (U.S. Food and Drug Administration) მიერ არის დამტკიცებული.

FDA მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. მისი სერტიფიკატი ადასტურებს, რომ სამედიცინო პროდუქტი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და ხარისხის უმკაცრეს სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, FDA-ის დამტკიცება მაღალი ხარისხის მაჩვენებელია და ექიმებსა თუ პაციენტებში პროდუქტის მიმართ ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო b-ONE-ის პროდუქცია, მათ შორის მენჯ-ბარძაყისა და მუხლის იმპლანტები. კონფერენციის მონაწილე ტრავმატოლოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე, დეტალურად გაცნობოდნენ პროდუქციის მახასიათებლებს და ბრენდის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ.

კონფერენცია სიტყვით გახსნა 4Hospitals-ის დამფუძნებელმა ნინო გამყრელიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო ღონისძიებების მნიშვნელობას. მან დამსწრეებს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები საქართველოში თანამედროვე სამედიცინო გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული ცოდნის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

კონფერენციის ფარგლებში 4Hospitals-ის კომერციულმა დირექტორმა გიგა კოხრეიძემ ფართო აუდიტორიას კომპანიის საქმიანობა, საერთაშორისო პარტნიორები და განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო b-ONE-ის ამერიკელი სამედიცინო წარმომადგენლის, Roby Keithalan-ის, პრეზენტაცია. მან დეტალურად ისაუბრა ბრენდის მენჯ-ბარძაყისა და მუხლის იმპლანტების მახასიათებლებზე, გამოყენებულ მასალებსა და ტექნოლოგიურ უპირატესობებზე, ასევე მიმოიხილა სხვადასხვა კლინიკური შემთხვევა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა ინტერაქციული დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც ტრავმატოლოგებმა b-ONE-ის ბრენდთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებულ კითხვებზე ამერიკელი წარმომადგენლისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

კონფერენციის სპიკერები იყვნენ ქართველი ტრავმატოლოგები — გიგი ჩიხლაძე, ზურაბ ტყეშელაშვილი და გიორგი კერესელიძე. მათ აუდიტორიას გაუზიარეს b-ONE-ის იმპლანტების გამოყენების საკუთარი გამოცდილება, განიხილეს რეალური კლინიკური შემთხვევები და მიღებული შედეგები. პრეზენტაციების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპიკერებისთვის დაესვათ კითხვები და პროფესიულ დისკუსიაში ჩართულიყვნენ.

4Hospitals-ის მიერ ორგანიზებულმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის მისია — ქართველ ექიმებს შეუქმნას შესაძლებლობა, მუდმივად ეცნობოდნენ საერთაშორისო სტანდარტებს, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებსა და მსოფლიო პრაქტიკას. კომპანია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს სამედიცინო სფეროში ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი ბომბების გამოყენებით მასშტაბური, კომბინირებული შეტევა განახორციელესრუსთავი 2
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება - როგორი იქნება მასშტაბური პროექტის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ენმ ყრილობისთვის ემზადება - პარტიაში მასშტაბურ რეფორმებს აანონსებენტვ პირველი
  • სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდანეტგაზეთი
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

Berliner Wein Trophy 2026-ზე გონაძეების მეღვინეობის სამმა ღვინომ ოქროს მედლები მოიპოვა

Berliner Wein Trophy 2026-ზე გონაძეების მეღვინეობის სამმა ღვინომ ოქროს მედლები მოიპოვა

BM.GE

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია

BM.GE

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციულ შეხვედრა გამართა

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციულ შეხვედრა გამართა

BM.GE

მეტი სარგებელი დანაზოგზე - პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება

მეტი სარგებელი დანაზოგზე - პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება

BM.GE