მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 5 ბანკის მიერ Nasdaq Calypso-ს დანერგვა ფინანსური ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ნათია თურნავა
5 ბანკის მიერ Nasdaq Calypso-ს დანერგვა ფინანსური ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ნათია თურნავა

5 ბანკის მიერ Nasdaq Calypso-ს დანერგვა ფინანსური ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ნათია თურნავა

BM.GE22 ივლისი, 2026, 16:55|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის მიერ Nasdaq Calypso-ს ერთიანი პლატფორმის დანერგვა ქვეყნის ფინანსური ბაზრის გამჭვირვალობის, მდგრადობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

როგორც თურნავამ განაცხადა, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სახაზინო სავაჭრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია, ხოლო პროექტი ხელს შეუწყობს როგორც რისკების მართვის, ისე მარეგულირებელი ზედამხედველობისა და ოპერაციული მდგრადობის გაუმჯობესებას.

„საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადაყვანით, ჩვენ ხელს ვუწყობთ რისკის მართვის, მარეგულირებელი ზედამხედველობისა და ოპერაციული მდგრადობის სტანდარტის ამაღლებას მთელ სექტორში. ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ისეთი ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ეგიდით, „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის“ (GMAP) ფარგლებში ინერგება. სისტემა კომერციულ ბანკებს სავაჭრო ოპერაციების სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას მისცემს და საბანკო სექტორისთვის საერთაშორისო დონის საერთო ინფრასტრუქტურას შექმნის.

პროექტში მონაწილეობენ ქვეყნის ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი — „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“, რომლებიც სახაზინო ინფრასტრუქტურას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ Nasdaq Calypso-ს პლატფორმაზე გადაიყვანენ.

სებ-ის შეფასებით, აღნიშნული პროექტი საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პროექტში ჩართული ბანკები ქვეყნის საბანკო სექტორის აქტივების უდიდეს ნაწილს ფლობენ.

მარეგულირებლის ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს კომერციული საბანკო სექტორი ორნიშნა ტემპით იზრდებოდა, ხოლო სექტორის საერთო აქტივები 38 მილიარდ აშშ დოლარს უახლოვდება. აქტივების ზრდასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნა უფრო კომპლექსურ სახაზინო სავაჭრო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც შეუძლია ფასიანი ქაღალდებისა და დერივატივების ბაზრების მხარდაჭერა, კორპორაციული რისკების მართვა და საერთაშორისო მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, მსგავსი სისტემის თითოეულ ბანკში დამოუკიდებლად დანერგვა მნიშვნელოვან ინვესტიციებსა და რესურსებს მოითხოვს, მაშინ როდესაც საერთო პლატფორმის გამოყენება მონაწილე ბანკებს საშუალებას აძლევს, გაინაწილონ როგორც გამოცდილება, ისე დანერგვასთან დაკავშირებული რესურსები.

სებ-ის შეფასებით, Nasdaq Calypso-ს დანერგვა ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის ტექნოლოგიურ განვითარებას, ფინანსური ბაზრების გაღრმავებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

BM.GE

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

BM.GE

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

BM.GE