მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?
მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

BM.GE5 სექტემბერი, 2026, 21:10|bm.ge

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება.

თბილისის მერიის ცნობით, სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, საგზაო მოძრაობის სქემა შეიცვლება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მერია საინფორმაციო ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც დეტალურადაა განმარტებული დაგეგმილი ცვლილებები. მერიის განცხადებით, რეფორმის მიზანი აღნიშნულ კვანძზე არსებული ქაოსური მოძრაობის განტვირთვა, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, კონფლიქტური მანევრების შემცირება, ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილება და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. სქემა ასეთი იქნება:

„ცვლილების შედეგად, მეტროსადგურ „დელისიდან“ „სითი მოლის“ მიმართულებით მოძრაობისას, მოლთან არსებულ მთავარ გზაჯვარედინზე, პირველივე შესახვევში მარცხნივ მოხვევით მოძრაობა შესაძლებელი ხდება როგორც ქავთარაძის ქუჩისკენ, ისე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით. მეორე შესახვევი განკუთვნილი იქნება იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოლის მიმართულებით გადაადგილდებიან. მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მხრიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება „სითი მოლთან“ პირველივე შესახვევში მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც სატრანსპორტო საშუალებები მარცხნივ მოხვევით ყაზბეგის გამზირზე გავლენ. ამ შესახვევიდან ავტომობილები ქავთარაძის ქუჩაზე მოძრაობას ვეღარ გააგრძელებენ, თუმცა მუნიციპალური ტრანსპორტი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრას. ამასთან, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავხელიძის ქუჩიდან „სითი მოლის“ მიმართულებით ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. თითოეული მიმართულებით შენარჩუნდება ორ-ორი სამანქანო ზოლი. „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებულ მოედანზე ეწყობა შუქნიშნით რეგულირებული ქვეითთა გადასასვლელები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაუკავშირდა. მოედანზე საპარკინგე ადგილები შენარჩუნდება, განლაგება ახალი სქემის შესაბამისად იცვლება“,- აღნიშნულია მერიის ვიდეორგოლში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

BM.GE

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

BM.GE

ილია დარჩიაშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს?

ილია დარჩიაშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE

ესპანეთში სექტემბრის რეკორდული ტემპერატურა – 45.7°C დაფიქსირდა

ესპანეთში სექტემბრის რეკორდული ტემპერატურა – 45.7°C დაფიქსირდა

BM.GE