მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 5 დეკემბერს, Courtyard by Marriott-ში, სამედიცინო კონფერენცია - „საქართველოს ჯანდაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში" გაიმართება
5 დეკემბერს, Courtyard by Marriott-ში, სამედიცინო კონფერენცია - „საქართველოს ჯანდაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში" გაიმართება

5 დეკემბერს, Courtyard by Marriott-ში, სამედიცინო კონფერენცია - „საქართველოს ჯანდაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში" გაიმართება

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 14:11|bm.ge

5 დეკემბერს, თბილისში სასტუმრო Courtyard by Marriott Tbilisi-ში სამედიცინო კონფერენცია „საქართველოს ჯანდაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში | დამოუკიდებლობის 35 წელი - რა არის შედეგი?“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები BUSINESS MEDIA GEORGIA-ს გადაცემა „ჯანდაცვის სტანდარტი“ და სამედიცინო პლატფორმა MED SCRIPTUM არიან.

კონფერენციის ორგანიზატორები 35 წლის განმავლობაში ქართული ჯანდაცვის ცვლილებებზე და დღეს ხელოვნური ინტელექტის და ციფრული ტექნოლოგიები შესაძლებლობებს მონაწილეობით სწრაფ ცვლილებებზე ამახვილებენ ყურადღებას. აქედან გამომდინარე ისინი სვამენ კითხვას რა უნდა შეიცვალოს, სად არის საჭირო ინვესტიცია და რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო დღეს.

ღონისძიების მიზანია დამოუკიდებელი, მრავალსექტორული პროფესიული პლატფორმის შექმნაა, სადაც პროფესიონალები, მეცნიერები, პოლიტიკის შემმუშავებლები, ბიზნესი, პაციენტთა ორგანიზაციები, ქართული ბიოსამედიცინო დიასპორა და საერთაშორისო პარტნიორები ჯანდაცვის გრძელვადიან განვითარებაზე რეგულარულად იმსჯელებენ. ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება AI-ისა და ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება. მიღებული რეკომენდაციები კი პოლიტიკის შემმუშავებლებს გადაეცემათ.

კონფერენციის ფარგლებში სამი პანელური დისკუსია გაიმართება თემებზე - როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს და ციფრულ ტრანსფორმაციას შესაბამისი მიმართულების გაძლიერება და რა რისკები უნდა გავითვალისწინოთ: ეთიკა, მონაცემთა დაცვა, უსაფრთხოება, თანასწორობა.

“კონფერენციის მთავარი შედეგი იქნება მუდმივმოქმედი, დამოუკიდებელი და მრავალსექტორული პროფესიული პლატფორმა, რომელიც კონფერენციის შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე. პლატფორმაზე ეტაპობრივად გამოიკვეთება და განიხილება კონკრეტული თემები, შეფასდება გამოწვევები და შესაძლებლობები, მომზადდება რეკომენდაციები პოლიტიკის შემმუშავებლებისა და უწყებებისთვის”, - აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

სამეციდინო კონფერენციაზე დასწრება ონლაინ ფორმატშიც იქნება შესაძლებელი. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა კი რეგისტრაცია 3 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიარონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა

Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა

BM.GE

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ევროკავშირის განცხადებებზე პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ევროკავშირის განცხადებებზე პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით

BM.GE

სექტემბერში პროდუქციის წარმოება წლიურად 4.6%-ით გაძვირდა | რამ იქონია გავლენა?

სექტემბერში პროდუქციის წარმოება წლიურად 4.6%-ით გაძვირდა | რამ იქონია გავლენა?

BM.GE

„ვარციხის მარანი“ ბათუმში — ქართული სტუმარმასპინძლობის სივრცე, რომელსაც თიბისი ლიზინგი განვითარებაში ეხმარება

„ვარციხის მარანი“ ბათუმში — ქართული სტუმარმასპინძლობის სივრცე, რომელსაც თიბისი ლიზინგი განვითარებაში ეხმარება

BM.GE