მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ევროკავშირის განცხადებებზე პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით
საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ევროკავშირის განცხადებებზე პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ევროკავშირის განცხადებებზე პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 15:15|bm.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება.

"სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

"სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

გუშინ, 19 ოქტომბერს, ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.

"ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ხუთი მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით შეტანილ ამ სარჩელებს, მათ შორის უახლეს მოვლენებსაც, ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქმედებებს. ეს მოვლენები, უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზებაზე. ეს ქმნის საფრთხეს, რომ ძირი გამოეთხაროს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას", - განაცხადეს ევროკომისიაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 221 სტატია.

  • ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიებარუსთავი 2
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
  • ევროკავშირი -„ხელისუფლებას აღარ ვაფინანსებთ, მოსახლეობის მხარდაჭერას კი ვაგრძელებთ“ფორმულა
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინინეტგაზეთი
ევროკავშირის →საგარეო →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო

Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო

BM.GE

ხვალ, მპკ-ის სხდომაა - Galt&Taggart-ის პროგნოზი

ხვალ, მპკ-ის სხდომაა - Galt&Taggart-ის პროგნოზი

BM.GE

ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია | TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია | TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

BM.GE

ილონ მასკი და შივონ ზილისი ერთმანეთს დაშორდნენ

ილონ მასკი და შივონ ზილისი ერთმანეთს დაშორდნენ

BM.GE