
„ვარციხის მარანი“ ბათუმში — ქართული სტუმარმასპინძლობის სივრცე, რომელსაც თიბისი ლიზინგი განვითარებაში ეხმარება
„ვარციხის მარანი“ ახალ ბათუმში სტუმრებს მრავალფეროვანი მენიუთი, ქართული სამზარეულოთი და მყუდრო გარემოთი მასპინძლობს. სწორედ ამიტომ, ადგილობრივ ვიზიტორებთან ერთად, მრავლად არიან ტურისტები, რომელთაც არა მხოლოდ გემრიელი კერძების, არამედ გამორჩეული სახლური ღვინის დაგემოვნებაც შეუძლიათ.
თიბისი ლიზინგთან პარტნიორობით, კომპანია საქმიანობისთვის საჭირო სამზარეულო დანადგარებს, გათბობა-გაგრილების სისტემებს და გამწოვს იფინანსებს, რაც ერთის მხრივ სარესტორნო საქმიანობის განვითარებაში, მეორეს მხრივ კი, მუდამ მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაში ეხმარება.
„ხშირად აღვნიშნავ, რომ რესტორატორობა ისეთ დატვირთულ რეგიონში, როგორიც აჭარაა, მით უმეტეს კი - ბათუმი, საკმაოდ დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მათ შორის, ბიზნესის დაგეგმვისას ისეთი ფაქტორების გათვალისწინებაც საჭიროა, როგორიც სეზონურად მოთხოვნის, შესაბამისად სამუშაო ძალის ზრდა და ეფექტური მართვაა. ვფიქრობ, „ვარციხის მარანმა“ ეს გამოწვევები ღირსეულად დაძლია და დღესდღეობით ისეთ სივრცედ იქცა, სადაც მოსულ სტუმარს იმედს არც კერძები, არც გარემო და არც მომსახურება გაუცრუებს.
ვფიქრობ, სარესტორნო ბიზნესისთვის ლიზინგი განსაკუთრებით მომხიბვლელი ფინანსური ინსტრუმენტია, რადგან სამზარეულო დანადგარები მსხვილ ინვესტიციას და მუდმივ განახლებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, წლებია რაც ბიზნესს თიბისი ლიზინგთან ერთად ვავითარებთ და იმედს ვიტოვებ, რომ მალე, კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებზე ვითანამშრომლებთ“ - ირაკლი შანიძე, „ვარციხის მარნის“ დირექტორი.
ცნობისთვის, „ვარციხის მარანი“ ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის 5 ნომერში მდებარეობს.
BM.GE
წყარო: bm.ge