
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
• „თეგეტა მოტორსის“ ფილიალების გარდა, კომპანიის პროდუქციის ყიდვა Tbilisi Mall-სა და East Point-შიც იქნება შესაძლებელი
გაორმაგებული PLUS ქულები „თეგეტა მოტორსში“ - 5 ივლისს მომხმარებელი განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობს. აქციის ფარგლებში „საქართველოს ბანკში“ დაგროვილი PLUS ქულების ღირებულება ორმაგდება და მომხმარებელს საშუალება ეძლევა, საავტომობილო პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს.
აქცია მოქმედებს როგორც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ისე ონლაინ პლატფორმა Tegetashop.ge-ზე. PLUS შეთავაზება 5 ივლისს ასევე იმოქმედებს Tbilisi Mall-სა და East Point-ში განთავსებულ „თეგეტა მოტორსის“ სტენდებზე.
ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „გაორმაგების დღე PLUS პროგრამის მომხმარებლებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებაა. ერთი დღის განმავლობაში, დაგროვილი ქულების ღირებულება ორმაგდება - ეს პრაქტიკულად ნიშნავს 50%-იან ფასდაკლებას საავტომობილო პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე. „თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანია, მომხმარებელს განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ და საავტომობილო პროდუქტების შეძენა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გავხადოთ. PLUS პროგრამა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ჩვენი ერთგული პარტნიორი ხდება, ვცდილობთ, ამ ურთიერთობის ღირებულება რეალურ, ხელშესახებ სარგებელში აისახოს. PLUS ქულების გაორმაგების დღეც ერთ-ერთი ასეთი მაგალითია“.
ENERGIZER-ის სპეციალური შეთავაზება
მხოლოდ 5 ივლისს ENERGIZER-ის აკუმულატორის შეძენისას, მომხმარებელი ორ შეთავაზებას შორის შეძლებს არჩევანის გაკეთებას - PLUS ქულებით გადახდისას მოქმედი ფასდაკლებით ისარგებლებს, ან აქციით „1 ამპერი = 2 ლარი".
5 ივლისს, 09:30-დან 18:00 საათამდე, PLUS ქულების გაორმაგების აქცია მოქმედებს თეგეტა მოტორსის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით — თბილისში, გორში, მარნეულში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, რუხში, ფოთსა და ბათუმში.
