
ივლისში ფულადი გზავნილები 350 მლნ დოლარამდე გაიზარდა
2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, ანუ 13 მლნ დოლარით მეტია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ივლისში ევროკავშირიდან გადმორიცხულმა თანხამ 153 მლნ დოლარი, ანუ მთლიანი გზავნილების 44% შეადგინა. წლიურად გზავნილები კი 2.4%-ით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი წილით კვლავ იტალია, გერმანია და საბერძნეთი გამოირჩევა.
ამასთან, ზრდა დაფიქსირდა სხვა ძირითადი პარტნიორი ქვეყნებიდანაც. აშშ-დან გზავნილები წლიურად 11%-ით გაიზარდა და 67.8 მლნ დოლარი შეადგინა, ისრაელიდან - 21.6%-ით, 29.3 მლნ დოლარამდე, ხოლო თურქეთიდან 22%-ით - 12.2 მლნ დოლარამდე. კვლავ კლებაა რუსეთიდან. კერძოდ, ივლისში რუსეთიდან 42 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ფულადი გზავნილების TOP 5 ქვეყანა 2026 წლის ივლისის მონაცემებით:
ქვეყანა თანხა (მლნ აშშ დოლარი) ხვედრითი წილი (%) ცვლილება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (%) აშშ 67.77 19.36% +11.23% იტალია 55.93 15.98% +0.37% რუსეთის ფედერაცია 42.02 12.00% -7.15% გერმანია 31.72 9.06% +8.49% ისრაელი 29.28 8.36% +21.62%
2026 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ივლისის მაჩვენებელთან (37.3 მლნ აშშ დოლართან) შედარებით 4.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
BM.GE
წყარო: bm.ge