მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მას არ დავტოვებ“ - ირმა ინაშვილი ექსპრემიერის გავრცელებულ წერილს ეხმაურება
„ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მას არ დავტოვებ“ - ირმა ინაშვილი ექსპრემიერის გავრცელებულ წერილს ეხმაურება

„ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მას არ დავტოვებ“ - ირმა ინაშვილი ექსპრემიერის გავრცელებულ წერილს ეხმაურება

BM.GE17 აგვისტო, 2026, 21:59|bm.ge

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მისი გვარიც ფიგურირებს. ინაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის მეგობრად რჩება და მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს მკვეთრად აკრიტიკებს.

რა წერია წერილში, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით გამოუგზავნეს

„ღარიბაშვილი არის ჩემი მეგობარი და მე მეგობრებზე უარს არასდროს არ ვამბობ. ანუ დღესაც ჩემი მეგობარია. არასდროს არ დამიტოვებია მე არცერთი ჩემი მეგობარი და არც ირაკლი ღარიბაშვილს არ დავტოვებ.

მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს და ისევ ვამბობ, რომ კობახიძე არის ცრუმაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა დასმენების კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის ყველანაირად დამაზიანებელი და ადამიანი, რომელმაც დათესა ქვეყანაში უზარმაზარი ზიზღი და აგრესია. არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც.

მე კობახიძეს ვამხელ არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო ან რაიმე პროცესი დავაზიანო. კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს დაისადგუროს სიმშვიდემ.

რაც შეეხება ღარიბაშვილის ამ დღევანდელ კომენტარს, მე დაველოდები მაინც მის ხვალინდელ წერილს და მერე ვისაუბროთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ირმა ინაშვილის გვარი ფიგურირებს იმ წერილში, რომელიც პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ექსპრემიერის თქმით, აღნიშნული გზავნილი მას ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიაწოდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიქაუტაძის განცხადება, თითქოს ლილუაშვილთან ფული მიჰქონდა, აბსოლუტური სიცრუეა - ადვოკატი

მიქაუტაძის განცხადება, თითქოს ლილუაშვილთან ფული მიჰქონდა, აბსოლუტური სიცრუეა - ადვოკატი

BM.GE

როგორ ინარჩუნებენ ქართული ენის კავშირს ბავშვები, რომლებიც საქართველოში არასდროს უცხოვრიათ

როგორ ინარჩუნებენ ქართული ენის კავშირს ბავშვები, რომლებიც საქართველოში არასდროს უცხოვრიათ

BM.GE

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განხორციელდა - ნადარეიშვილი

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განხორციელდა - ნადარეიშვილი

BM.GE

ივლისში ფულადი გზავნილები 350 მლნ დოლარამდე გაიზარდა

ივლისში ფულადი გზავნილები 350 მლნ დოლარამდე გაიზარდა

BM.GE