მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 5 თვეში სომხეთიდან იმპორტი გაორმაგდა - რამ განაპირობა?
5 თვეში სომხეთიდან იმპორტი გაორმაგდა - რამ განაპირობა?

5 თვეში სომხეთიდან იმპორტი გაორმაგდა - რამ განაპირობა?

BM.GE24 ივნისი, 2026, 00:00|bm.ge

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველო-სომხეთის სავაჭრო ბრუნვა 49.4%-ით 421.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მეზობელ ქვეყანასთან სავაჭრო სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთში საქონლის ექსპორტი იმპორტს აღემატება.

თუმცა ოფიციალური მონაცემები იმასაც აჩვენებს, რომ წელს ვაჭრობა ძირითადად იმპორტის ზრდამ განაპირობა. 5 თვეში სომხეთიდან იმპორტი თითქმის გაორმაგებულია. სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მაისში საქართველომ მეზობელი ქვეყნიდან 166 მილიონ 100 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წლიურად 98.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში სომხეთმა 2.3%-იანი წილით მეცხრე ადგილი დაიკავა.

იმპორტის ასეთი მატება სპილენძისა და ძვირფასი ლითონების მადნების ზრდამ განაპირობა. სომხეთიდან შეძენილი top-10 პროდუქტის რეიტინგი ასეთია:

• სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $105 მლნ, 38 619 ტონა; • ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - $13.4 მლნ, 1 192 ტონა; • მინის ბოცები და ბოთლები - $8.7 მლნ, 17 918 ტონა; • მსუბუქი ავტომობილები - $6.1 მლნ; • ელექტროენერგია - $2.9 მლნ, 474 ტონა; • მოჭრილი ყვავილები და კოკრები - $2.6 მლნ, 588 ტონა; • სიგარები და სიგარილები - $1.5 მლნ, 119 ტონა; • ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისთვის - $1.5 მლნ, 893 ტონა; • ახალი ან გამხმარი ყურძენი - $1.2 მლნ, 1 369 ტონა; • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები - $1.2 მლნ, 326 ტონა;

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მიერ სხვადასხვა სომხურ პროდუქტის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, საქართველოში მოჭრილი ყვავილების და კოკრების შემოტანა გაიზარდა. ასევე გაზრდილია ცოცხალი თევზის იმპორტი, რომლის იმპორტი მანამდე არ ხდებოდა, თუმცა მისი მოცულობები მცირეა და 139 ათასი დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს 5 თვეში სომხეთში საქონლის გაყიდვით 28.8%-ით მეტი შემოსავალი მივიღეთ, რაც 255.4 მლნ დოლარს შეადგენდა. სომხეთში ძირითადად საქართველოდან მანქანები რეექსპორტით გადის, ხოლო ნავთობი და ნავთობპროდუქტები ადგილობრივი ექსპორტით იყიდება. ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

• მსუბუქი ავტომობილები - $32.5 მლნ; • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $13 მლნ; • სპირტიანი სასმელები - $12.1 მლნ; • ბულდოზერები და ავტოგრეიდერები - $8.7 მლნ; • ლიმონეთები - $7.5 მლნ; • დაფასოებული სამკურნალო საშუალები - $7.3 მლნ; • ალუმინის წნელები და პროფილები - $4.4 მლნ; • ჰაერის კონდიცირების მოწყობილობები - $4.4 მლნ; • ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან - $4.1 მლნ; • აზოტოვანი სასუქები - $4.1 მლნ;

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპაში ილონ მასკის X-ის ალტერნატიული სოციალური ქსელი გაეშვა

ევროპაში ილონ მასკის X-ის ალტერნატიული სოციალური ქსელი გაეშვა

BM.GE

Oracle-მა სამსახურიდან 21,000 თანამშრომელი გაუშვა - რა გახდა მიზეზი?

Oracle-მა სამსახურიდან 21,000 თანამშრომელი გაუშვა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

Google DeepMind-ის წამყვანი მკვლევარი Anthropic-ში გადავიდა - კომპანიის აქციები დაეცა

Google DeepMind-ის წამყვანი მკვლევარი Anthropic-ში გადავიდა - კომპანიის აქციები დაეცა

BM.GE

ვინ არის ენდი ბერნჰემი - დიდი ბრიტანეთის შესაძლო მომავალი პრემიერ-მინისტრი

ვინ არის ენდი ბერნჰემი - დიდი ბრიტანეთის შესაძლო მომავალი პრემიერ-მინისტრი

BM.GE