მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 50 000 ლარამდე ავტოსესხი ბარიერების გარეშე – "ევროკრედიტის" სპეციალური შეთავაზება 31 ოქტომბრამდე
50 000 ლარამდე ავტოსესხი ბარიერების გარეშე – "ევროკრედიტის" სპეციალური შეთავაზება 31 ოქტომბრამდე

50 000 ლარამდე ავტოსესხი ბარიერების გარეშე – "ევროკრედიტის" სპეციალური შეთავაზება 31 ოქტომბრამდე

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 19:50|bm.ge

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტი" მომხმარებლებს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შემცირებული პროცენტის აქციას სთავაზობს. კამპანია, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან ერთად, ავტოსესხზე გამარტივებულ პროცედურებსა და მაქსიმალურად მოქნილ პირობებს ითვალისწინებს როგორც არსებული, ისე ახალი მომხმარებლებისთვის.

სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია 1 500-დან 50 000 ლარამდე მოცულობის სესხით ისარგებლოს, რომლის დაფარვის ვადაც 12-დან 72 თვემდე პერიოდს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ დაფინანსების მიღება შესაძლებელია შემოსავლების ოფიციალური დადასტურების გარეშე და ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის პირობებში, რაც პროცესს ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერებისგან ათავისუფლებს და მომხმარებელს საჭირო რესურსის სწრაფად მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ვინ შეძლებს აქციით სარგებლობას?

შეთავაზება გათვლილია მომხმარებელთა ფართო წრეზე და მოიცავს:

• ახალ მომხმარებლებს - ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც "ევროკრედიტში" იღებს ახალ სესხს ახალი უზრუნველყოფით; • ერთგულ მომხმარებლებს - პირებს, რომლებსაც ადრე ჰქონდათ სესხი "ევროკრედიტში", უკვე დაფარეს ვალდებულება, თუმცა უზრუნველყოფა/გირავნობა კვლავ მოქმედია; • პორტირების მსურველებს - ნებისმიერ პირს, ვისაც სურს არსებული ვალდებულების სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან "ევროკრედიტში" გადმოტანა.

"ევროკრედიტი" საერთაშორისო ჰოლდინგ Zuk Group-ის წევრია, რომელიც საქართველოსთან ერთად წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ახორციელებს. გლობალური ექსპერტიზა კომპანიას საშუალებას აძლევს, ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების მქონე, დახვეწილი ფინანსური გადაწყვეტები დანერგოს.

ორგანიზაციის მთავარი მისია მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, სწრაფი და ბარიერებისგან თავისუფალი ფინანსური სერვისების მიწოდებაა. ციფრული არხების აქტიურ გაძლიერებასთან ერთად, კომპანია ინარჩუნებს მყარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასაც - დღეს "ევროკრედიტი" საქართველოს 22 დიდ ქალაქში 30 ფილიალითაა წარმოდგენილი, რაც მომსახურების მიღებას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში კომფორტულს ხდის.

სააქციო პირობებით სარგებლობის მსურველებს განაცხადის შევსება "ევროკრედიტის" ფილიალებში შეუძლიათ. შეთავაზება ძალაშია 31 ოქტომბრის ჩათვლით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გარეშე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • ბათუმის სანაპიროს ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული გემი მოადგა - ხომალდი დინებამ შემოიყვანატვ პირველი
  • The New York Times: რუსეთი გეგმავს ზამთარში კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოსიმედი
  • „ბლექსი არენას“ სახურავის შესაკეთებლად 2.6 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, სავარაუდოდ, ტენდერის გარეშენეტგაზეთი
  • უპირველესი ოცნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, მაგრამ ცარიელი მიწა ადამიანების გარეშე რთული სანახავი იქნება, ამიტომ უნდა მოხდეს დაახლოება ადამიანებს შორის და უფრო გამარტივდება ტერიტორიის დაბრუნება - ეკა წივწივაძერუსთავი 2
გარეშე →

მსგავსი სტატიები

ეროვნულმა ბანკმა კრიტპო გაცვლის კომპანია BitXchange-ი ₾572 მილიონით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა კრიტპო გაცვლის კომპანია BitXchange-ი ₾572 მილიონით დააჯარიმა

BM.GE

რეგიონები, წყალმომარაგება, მთის ფონდი... - დეპუტატები პროგრამების დაფინანსების ზრდის საჭიროებას ხედავენ

რეგიონები, წყალმომარაგება, მთის ფონდი... - დეპუტატები პროგრამების დაფინანსების ზრდის საჭიროებას ხედავენ

BM.GE

დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს

დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს

BM.GE

IG Development "სითიზენ ექსპოს" წინასწარ გაყიდვებს იწყებს - პროექტის ღირებულება $500 მილიონია

IG Development "სითიზენ ექსპოს" წინასწარ გაყიდვებს იწყებს - პროექტის ღირებულება $500 მილიონია

BM.GE