
50 საუკეთესო ბარი მსოფლიოში - 2026 წლის რეიტინგი
ცნობილმა პლატფორმამ The 50 მსოფლიოს საუკეთესო ბარების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
მილანში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ჰონგ-კონგის ბარმა Bar Leone-მ მსოფლიოს ნომერ პირველი ბარის ტიტული დაიცვა მას შემდეგ, რაც 2025 წელს ის პირველი აზიური ბარი გახდა, რომელმაც ეს აღიარება მოიპოვა.
იტალიელმა ბარმენმა ლორენცო ანტინორიმ Bar Leone 2023 წლის ივნისში გახსნა და კლასიკური აპერიტივების მეშვეობით ჰონგ-კონგში რომის ტრადიციული უბნის ბარების ატმოსფერო გააცოცხლა.
მეორე ადგილზე მილანური Moebius Milano გავიდა, რომელic გასული წლის მე-7 ადგილიდან დაწინაურდა - რაც მასპინძელი ქალაქისთვის განსაკუთრებული მიღწევა აღმოჩნდა. მოწინავე ხუთეულს აკომპლექტებენ Alquímico კარტახენაში (მე-3 ადგილი), Bar Us ბანგკოკში (მე-4 ადგილი) და Line ათენში (მე-5 ადგილი).
რეიტინგში შეერთებული შტატებიდან ოთხი ბარი მოხვდა (2025 წელს ხუთი იყო) და ოთხივე ნიუ-იორკში მდებარეობს. აშშ-ის ყველაზე მაღალრეიტინგული ობიექტი გახდა schmuck., რომელმაც მე-11 ადგილი დაიკავა.
სიაში ასევე მოხვდნენ ნიუ-იორკული Sip & Guzzle (მე-14 ადგილი), Martiny's (46-ე ადგილი) და Bar Snack (49-ე ადგილი).
მსოფლიოს 50 საუკეთესო ბარი:
ბარის დასახელება მდებარეობა 1 Bar Leone ჰონგ-კონგი 2 Moebius Milano მილანი 3 Alquímico კარტახენა 4 Bar Us ბანგკოკი 5 Line ათენი 6 Handshake Speakeasy მეხიკო 7 Zest სეული 8 Connaught Bar ლონდონი 9 Lady Bee ლიმა 10 Bar Mauro მეხიკო 11 Schmuck ნიუ-იორკი 12 Hope & Sesame გუანჯოუ 13 The Cambridge Public House პარიზი 14 Sip & Guzzle ნიუ-იორკი 15 Bar Nouveau პარიზი 16 Sips ბარსელონა 17 Paradiso ბარსელონა 18 Jigger & Pony სინგაპური 19 The Bar in Front of the Bar ათენი 20 Exímia სან-პაულუ 21 Tres Monos ბუენოს-აირესი 22 Mamba Negra მედელინი 23 De Vie პარიზი 24 Himkok ოსლო 25 Argo ჰონგ-კონგი 26 Danico პარიზი 27 Dry Wave Cocktail Studio ბანგკოკი 28 El Gallo Altanero გვადალახარა 29 Satan’s Whiskers ლონდონი 30 BKK Social Club ბანგკოკი 31 Victor Audio Bar ბუენოს-აირესი 32 Waltz ლონდონი 33 Locale Firenze ფლორენცია 34 Mirror Bar ბრატისლავა 35 Tan Tan სან-პაულუ 36 Montana ჰონგ-კონგი 37 Sastrería Martinez ლიმა 38 Nutmeg & Clove სინგაპური 39 Bar Carmen მედელინი 40 Barro Negro ათენი 41 Gokan ჰონგ-კონგი 42 Mimi Kakushi დუბაი 43 Nouvelle Vague ტირანა 44 Bar Benfiddich ტოკიო 45 Caretaker’s Cottage მელბურნი 46 Martiny’s ნიუ-იორკი 47 Tlecān მეხიკო 48 Virtù ტოკიო 49 Bar Snack ნიუ-იორკი 50 Angelita მადრიდი
BM.GE
წყარო: bm.ge