მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აჭარაში კაფსულა სასტუმრო „მარს ოაზისმა“ ოპერირება დროებით შეაჩერა | მიზეზი
აჭარაში კაფსულა სასტუმრო „მარს ოაზისმა“ ოპერირება დროებით შეაჩერა | მიზეზი

აჭარაში კაფსულა სასტუმრო „მარს ოაზისმა“ ოპერირება დროებით შეაჩერა | მიზეზი

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 05:01|bm.ge

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მდებარე კაფსულა სასტუმრო „მარს ოაზისი“ დროებით დაიხურა. როგორც ობიექტის დამფუძნებელმა მურად მახარაძემ BM.GE-სთან განაცხადა, სასტუმრომ ოპერირება სექტემბრის შუა რიცხვებში, უამინდობის გამო შეაჩერა და სტუმრებს მომავალი წლის აპრილიდან მიიღებს.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო 2026 წლის ივლისის დასაწყისში გაიხსნა და მუშაობის პირველ პერიოდში დატვირთვა აქტიური იყო, სექტემბრიდან კი მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.

„თავიდან ძალიან აქტიურად იტვირთებოდა ობიექტი. გვყავდა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრები. იყვნენ ებრაელები, რუსულენოვანი ტურისტები, ასევე ევროპელები, მათ შორის გერმანიიდან. დაინტერესება ნამდვილად იყო, თუმცა ამინდებმა ხელი შეგვიშალა და სექტემბრის შუა რიცხვებში ოპერირების შეჩერება მოგვიწია.

აპრილამდე დახურული ვიქნებით. გვინდა, მომავალი წლიდან სასტუმრო ოთხივე სეზონზე იყოს დატვირთული და მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ პერიოდზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ამ მიმართულებით მუშაობას ვაპირებთ, თუმცა ჯერ შესაბამისი გეგმები უნდა განვავითაროთ“, – განაცხადა მურად მახარაძემ.

ცნობისთვის, „მარს ოაზისი“ 2026 წლის 4 ივლისს გაიხსნა. კომპლექსი ამ ეტაპზე 6 კაფსულას აერთიანებს, რომელთა ფართობი 28 და 38 კვადრატული მეტრია. პროექტში, მიწის ღირებულების ჩათვლით, დაახლოებით 500 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. კაფსულები ჩინეთიდან დაშლილ მდგომარეობაში ჩამოიტანეს და ადგილზე ააწყვეს. ობიექტი სტუმრებს 360-გრადუსიან პანორამულ ხედებსა და თანამედროვე ტიპის განთავსების სივრცეს სთავაზობს. სასტუმროს მუშაობის პერიოდში ერთი ღამის ღირებულება კაფსულის ზომის მიხედვით 320-დან 400 ლარამდე იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ღვინოზე კონტროლის გამკაცრება იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფალსიფიცირების დიდი პრობლემაა - ვასილ მანაგაძე

ღვინოზე კონტროლის გამკაცრება იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფალსიფიცირების დიდი პრობლემაა - ვასილ მანაგაძე

BM.GE

პუტინი უკრაინაში აშშ-ის მეგობარი არ არის – აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტრამპის განცხადებაზე

პუტინი უკრაინაში აშშ-ის მეგობარი არ არის – აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტრამპის განცხადებაზე

BM.GE

350-მდე პარტნიორი კომპანია და ახალი AI ინსტრუმენტები - როგორ აჯამებს წელს Retain-ი

350-მდე პარტნიორი კომპანია და ახალი AI ინსტრუმენტები - როგორ აჯამებს წელს Retain-ი

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას

BM.GE