მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 15:59|bm.ge

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია - „საგანძურის მარათონი“ წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ მილიონამდე მომხმარებელი გააერთიანა და მობაილბანკის ყოველდღიური გამოყენება სახალისო შეჯიბრებად აქცია.

კამპანიის განმავლობაში, მომხმარებლებს მობაილბანკში სხვადასხვა მარტივი ქმედების შესრულებით მონეტების დაგროვება და ფულადი პრიზების მოგება შეეძლოთ. მოთამაშეები ოთხ საგვარეულოში იყვნენ გადანაწილებული და ფინალში გადასასვლელად გუნდურად აგროვებდნენ ქულებს. საბოლოოდ, ფინალში ხარჯიანების საგვარეულო გადავიდა, რომლის წევრებმაც საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს.

„საგანძურის მარათონის“ მთავარი შედეგები ასეთია:

• თამაშში 500,000-მდე მომხმარებელი ჩაერთო; • 400-მდე მომხმარებელი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა; • მონაწილეებს შორის, ჯამში 250,000 ლარის საპრიზო ფონდი განაწილდა.

„საგანძურის მარათონის“ იდეა მხოლოდ თამაშში გამარჯვებასა და პრიზების მოგებას არ უკავშირდებოდა. მობაილბანკის გუნდისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო სერვისებთან ერთად, მომხმარებლებს განსხვავებული და საინტერესო ციფრული გამოცდილებებიც შესთავაზოს.

სწორედ ამიტომ, მობაილბანკის ყოველდღიურ საბანკო აქტივობებს თამაშის ელემენტები დაემატა - რუტინული მოქმედებები კი, შესაძლებლობად იქცა, რომ მომხმარებლებს მობილბანკით სარგებლობისას ახალი და სახალისო გამოცდილება მიეღოთ.

„საგანძურის მარათონმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყოველდღიური საბანკო გამოცდილება მხოლოდ ტრანზაქციებსა და სერვისებს არ გულისხმობს. თიბისის მობაილბანკი ამ გამოცდილების გამრავალფეროვნებას მომავალშიც გააგრძელებს - ახალი შესაძლებლობებით, თამაშის ელემენტებითა და იდეებით, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურობას უფრო მარტივსა და საინტერესოს გახდი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საირმეში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Sairme North გაიხსნა - ინვესტიცია ₾50 მილიონია

საირმეში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Sairme North გაიხსნა - ინვესტიცია ₾50 მილიონია

BM.GE

დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE