მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 21:09|bm.ge

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, მერაბ ალექსიძის ქუჩა №9-ში, Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 27 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.

Capital Square 22-სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია, რომელიც გმირთა მოედნიდან 2 წუთის სავალზე მდებარეობს. ტერიტორიაზე განთავსდება მაღალი კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები ლობითა და კონსიერჟის მომსახურებით, A კლასის ბიზნესცენტრი, კომერციული ფართები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესდარბაზი.

კომპლექსში ტერიტორიის ნახევარზე მეტი რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა, სადაც შენარჩუნდება მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, მოეწყობა დაცული და ავტომობილებისგან თავისუფალი ეზო, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები.

პროექტს 13-წლიანი გამოცდილების მქონე დეველოპერული კომპანია “საბურთალო ფიჭვები” განახორციელებს.

„თიბისისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების, ენერგოეფექტური და მწვანე პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან ერთად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასაც ემსახურება. Capital Square სწორედ ამ მიდგომას იზიარებს და მოხარული ვართ, რომ კომპანიასთან ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობაა. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერით, წლებია, პარტნიორებთან ერთად ხელს ვუწყობთ უძრავი ქონების სფეროს განვითარებას და 42%-იანი წილით სექტორის წამყვანი დამფინანსებლები ვართ”, - გიორგი კურცხალია, თიბისის კორპორაციული საბანკო ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი კორპორაციული ბანკირი.

„Capital Square-ის იდეა მხოლოდ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნას არ გულისხმობს. ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც ადამიანებს მომავლის ხარისხს აწმყოში შესთავაზებს. კაპიტალ სქვერში საცხოვრებელი, „სამუშაო და დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეები მწვანე არქიტექტურასთან ჰარმონიულად ერთიანდება. Capital Square თბილისის გულში, გმირთა მოედანთან, აკადემ ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. უნიკალური ლოკაცია შესაძლებლობას იძლევა, იცხოვროთ თბილისის ცენტრის მშვიდ და მწვანე ნაწილში და ამავდროულად, იყოთ ქალაქის დინამიკური ცხოვრების ეპიცენტრში, სტრატეგიულ ლოკაციებსა და ბიზნესცენტრებთან სულ რამდენიმე წუთის სავალზე.

მოხარულები ვართ, რომ პროექტის ფინანსური პარტნიორი თიბისი ბანკია. ჩვენთვის ეს პარტნიორობა არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის, არამედ პროექტის ხარისხისა და განვითარების მიმართ ნდობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა", - ბათია ჯანაძე, ,,კაპიტალ სქვერის’’ დამფუძნებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიიღეთ 40%-იანი ფასდაკლება Cellfie-ის Travel eSIM-ის ინტერნეტპაკეტებზე საქართველოს ბანკის ბარათებით გადახდისას

მიიღეთ 40%-იანი ფასდაკლება Cellfie-ის Travel eSIM-ის ინტერნეტპაკეტებზე საქართველოს ბანკის ბარათებით გადახდისას

BM.GE

თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოსთან მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს?

თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოსთან მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს?

BM.GE

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა

BM.GE

საკვებისა და სასმელების გამოფენა SIAL Paris 2026-ში მონაწილეობა 31-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო

საკვებისა და სასმელების გამოფენა SIAL Paris 2026-ში მონაწილეობა 31-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო

BM.GE