მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს
დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 21:17|bm.ge

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა 9 საწარმომ 2,195 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, შედეგად, ფერმერებმა 554,000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 219,500 ლარს აჭარბებს.

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ამოქმედდა, მაშინ როდესაც 1 თვით ადრე სახელმწიფომ სუბსიდირების პროგრამის გააუქმა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოსთან მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს?

თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოსთან მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს?

BM.GE

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა

BM.GE

საკვებისა და სასმელების გამოფენა SIAL Paris 2026-ში მონაწილეობა 31-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო

საკვებისა და სასმელების გამოფენა SIAL Paris 2026-ში მონაწილეობა 31-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო

BM.GE

მელანია ტრამპის შუამავლობით, რუსეთი და უკრაინა ოლეშკიში ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

მელანია ტრამპის შუამავლობით, რუსეთი და უკრაინა ოლეშკიში ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

BM.GE