მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6 თვეში აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია - აეროპორტების გაერთიანება
6 თვეში აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია - აეროპორტების გაერთიანება

6 თვეში აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია - აეროპორტების გაერთიანება

BM.GE21 ივლისი, 2026, 21:36|bm.ge

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია. ეს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

მოსეშვილის თქმითვე, საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობები და სიხშირეები იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი სტაბილურად ვითარდება.

„მთელს მსოფლიოში ავიაცია მზარდი სექტორია, საქართველოში განსაკუთრებით აღინიშნება ეს ზრდა. გასული წლის სტატისტიკური მაჩვენებლები, განხორციელებული ინვესტიციები და ავიაკომპანიის მხრიდან დაინტერესება ამის ნათელი მაგალითია. სხვადასხვა მსხვილი საავიაციო სექტორის წარმომადგენლების დაინტერესება საქართველოში ძალიან მზარდია და მოხარულები ვართ, რომ ამ მოთხოვნებს ფეხდაფეხ მივყვებით“, - განაცხადა მოსეშვილმა.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც აეროპორტების განვითარების მიმართულებით, ასევე ავიაკომპანიების დაინტერესებისა და მოლაპარაკებების კუთხით, რათა საქართველოში უფრო მეტი ფრენა განხორციელდეს და უფრო მეტი ავიაკომპანია იყოს წარმოდგენილი.

აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს აეროპორტებიდან 21 500 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იან ზრდას წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

BM.GE

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

BM.GE

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

BM.GE