მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6 თვეში გაცემული მშენებლობის ნებართვების ფართობი 5.28მ² მლნ-მდე გაიზარდა - საქსტატი
6 თვეში გაცემული მშენებლობის ნებართვების ფართობი 5.28მ² მლნ-მდე გაიზარდა - საქსტატი

6 თვეში გაცემული მშენებლობის ნებართვების ფართობი 5.28მ² მლნ-მდე გაიზარდა - საქსტატი

BM.GE30 ივლისი, 2026, 18:25|bm.ge

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის 6 თვეში ქვეყანაში მშენებლობის 5 391 ნებართვა გაიცა, რაც 5 275 707 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს.

2025 წლის I ნახევართან შედარებით (5 424 ნებართვა, 5 188 363 მ²), გაცემული ნებართვების რაოდენობამ მცირედით, 0.6%-ით იკლო, თუმცა ნებართვების საერთო ფართობი 1.7%-ით გაიზარდა. ეს მიუთითებს, რომ დეველოპერები ბაზარზე შედარებით მსხვილი მასშტაბის პროექტების განვითარებას გეგმავენ.

რეგიონული გადანაწილება

სამშენებლო ნებართვების კუთხით, დედაქალაქი და აჭარა ლიდერობენ. 2026 წლის იანვარ-ივნისში გაცემული ნებართვების საერთო ფართობის თითქმის 60% თბილისზე მოდის, ხოლო 18.1% - აჭარაზე. ორივე რეგიონში ნებართვების ფართობის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

თბილისი: დედაქალაქში 2 653 ნებართვა გაიცა, საერთო ფართობით 3 135 160 მ². გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სანებართვო ფართობი 5.5%-ით გაიზარდა.

აჭარის ა.რ.: რეგიონში 412 ნებართვა (956 492 მ²) გაიცა. 2025 წლის I ნახევართან შედარებით, სანებართვო ფართობი 22.0%-ით გაიზარდა.

სხვა რეგიონები: გაცემული ნებართვების ფართობით მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი (498 ნებართვა, 375 309 მ²), რომელსაც მოჰყვება იმერეთი (225 ნებართვა, 250 175 მ²) და შიდა ქართლი (270 ნებართვა, 127 954 მ²).

მოთხოვნა სასტუმროებსა და სავაჭრო ობიექტებზე იზრდება

გაცემულ ნებართვებში უდიდესი წილი - 77.5% - კვლავ საცხოვრებელ კომპლექსებს უკავია. ამასთან, გასულ წელთან შედარებით გაზრდილია ინტერესი ტურისტული და კომერციული ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.

საცხოვრებელი შენობები: გაიცა 3 933 ნებართვა, ფართობით 4 091 002 მ². ეს მაჩვენებელი თითქმის გასული წლის იდენტურია.

სასტუმროები: გაიცა 175 779 მ²-ის 93 ნებართვა, რაც ფართობის მიხედვით 15.2%-იან ზრდას გულისხმობს.

სავაჭრო ობიექტები: გაიცა 293 ნებართვა (240 282 მ²), ფართობის ზრდა 10.0%-ია.

სამრეწველო და სასაწყობო: შემცირდა ინდუსტრიული ობიექტების ნებართვები - გაიცა 366 ნებართვა (418 675 მ²), ფართობი კი 9.4%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე (462,129 მ²).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

BM.GE

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

BM.GE

წარმოების გაორმაგება, საწყობი ნიდერლანდებში... - რა გეგმები აქვს „გოგლას მეღვინეობას“?

წარმოების გაორმაგება, საწყობი ნიდერლანდებში... - რა გეგმები აქვს „გოგლას მეღვინეობას“?

BM.GE

წელს, საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაში ჩვენი ინვესტიცია შესაძლოა, $100 მილიონამდეც ავიდეს - ირაკლი ბურდილაძე

წელს, საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაში ჩვენი ინვესტიცია შესაძლოა, $100 მილიონამდეც ავიდეს - ირაკლი ბურდილაძე

BM.GE