მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6 თვეში იმპორტი მცირედით $9 მილიარდამდე გაიზარდა | TOP-10 საიმპორტო პროდუქტი
6 თვეში იმპორტი მცირედით $9 მილიარდამდე გაიზარდა | TOP-10 საიმპორტო პროდუქტი

6 თვეში იმპორტი მცირედით $9 მილიარდამდე გაიზარდა | TOP-10 საიმპორტო პროდუქტი

BM.GE20 ივლისი, 2026, 16:05|bm.ge

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლის იმპორტმა 9.04 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7%-ით მეტია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ამავე პერიოდში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.92 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.173 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს 1.6 მილიარდი აშშ დოლარით, რაც წინა წელთან შედარებით 16.7%-ით ნაკლებია. მეორე ადგილზეა ნავთობპროდუქტები 811.8 მილიონი დოლარით (ზრდა +34.6), ხოლო მესამე პოზიციაზე მედიკამენტებია 364.3 მილიონი დოლარის იმპორტით (ზრდა 8.5%).

TOP-10 საიმპორტო საქონელი 2026 წლის იანვარ-ივნისში:

• მსუბუქი ავტომობილები – 1.615 მლრდ აშშ დოლარი (-16.7%) • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 811.8 მლნ აშშ დოლარი (+34.6%) • სამკურნალო საშუალებები – 364.3 მლნ აშშ დოლარი (+8.5%) • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 290.5 მლნ აშშ დოლარი (+19.1%) • ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 202.2 მლნ აშშ დოლარი • სატელეფონო აპარატები და მონაცემთა გადაცემისა და მიღების მოწყობილობები – 147.9 მლნ აშშ დოლარი (+1.2%) • სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 122.5 მლნ აშშ დოლარი (+237.1%) • დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები – 84.9 მლნ აშშ დოლარი (+443.0%) • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები – 76.2 მლნ აშშ დოლარი (+24.0%) • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 72.9 მლნ აშშ დოლარი (-0.5%)

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი თურქეთი იყო, საიდანაც იმპორტმა 1.392 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს რუსეთი 1.196 მილიარდი დოლარით და ჩინეთი 1.068 მილიარდი დოლარით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვაჭრობის 95% ავტოიმპორტზე მოდის|როგორია საქართველო-იაპონიის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობის 95% ავტოიმპორტზე მოდის|როგორია საქართველო-იაპონიის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE

5 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

5 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

BM.GE