
6 თვეში ქურდობისთვის 1 806 ადამიანია მსჯავრდებული - სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკას ეფუძნება, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში სულ 13 921 მსჯავრდებული იყო, რაც წლიურად 3 980-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აქედან უმეტესობა ნარკოდანაშაულს უკავშირდება. ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სწორედ ნარკოტიკულ დანაშაულებზე (+90.1%), სადაც მსჯავრდებულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა.
კლება შეინიშნება გაუპატიურების (-42.1%) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის (-7.1%) მუხლებით მსჯავრდებულთა რაოდენობაში.
დანაშაულის სახე 2025 (I-II კვ.) 2026 (I-II კვ.) ცვლილება (რაოდენობრივი) ცვლილება (%) მსჯავრდებულები, სულ 9,941 13,921 +3,980 +40.0% ნარკოტიკული დანაშაული 2,044 3,885 +1,841 +90.1% ქურდობა 1,528 1,806 +278 +18.2% ძარცვა 129 192 +63 +48.8% ტრანსპორტის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევა 324 385 +61 +18.8% ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება 66 89 +23 +34.8% ხულიგნობა 42 61 +19 +45.2% განზრახ მკვლელობა 29 38 +9 +31.0% ყაჩაღობა 49 54 +5 +10.2% განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში 28 26 -2 -7.1% გაუპატიურება 19 11 -8 -42.1% სხვა დანაშაული 5,683 7,374 +1,691 +29.8%
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ჯამურად მსჯავრდებულთა რიცხოვნობა სულ 22 767 იყო. აქედან 5 322 ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, რეალიზაციისთვის, ხოლო 3 208 ქურდობისთვის.
BM.GE
წყარო: bm.ge