მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები "რუსთაველი" და "ვაჟა-ფშაველა"- მერია
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები "რუსთაველი" და "ვაჟა-ფშაველა"- მერია

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები "რუსთაველი" და "ვაჟა-ფშაველა"- მერია

BM.GE15 აგვისტო, 2026, 04:09|bm.ge

თბილისში მოსულ ძლიერ წვიმასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს. დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები - "რუსთაველი" და "ვაჟა-ფშაველა".განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები."თბილსერვის ჯგუფის" მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით - 0322 722222

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსთაველის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი „სმარტ სოლუშენსი“ ოთხჯერ დააჯარიმაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - დედაქალაქის მთავარი გამზირი განსხვავებული იერსახით თბილისელებს ოთხ თვეში დაუბრუნდებარუსთავი 2
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება - როგორი იქნება მასშტაბური პროექტის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
რუსთაველის →

მსგავსი სტატიები

წელს მსჯავრდებულთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა

წელს მსჯავრდებულთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა

BM.GE

სახელმწიფო ქონება ₾35 მილიონად კახაბერ კობაივანოვის "ჯეოტეკ დისტრიბუციამ" იყიდა

სახელმწიფო ქონება ₾35 მილიონად კახაბერ კობაივანოვის "ჯეოტეკ დისტრიბუციამ" იყიდა

BM.GE

14 აგვისტოს საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე ძლიერი ნალექია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

14 აგვისტოს საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე ძლიერი ნალექია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

BM.GE

ძლიერი წვიმის გამო მეტროსადგურ რუსთაველის შესასვლელი დაიტბორა, თუმცა მუშაობა არ შეფერხებულა

ძლიერი წვიმის გამო მეტროსადგურ რუსთაველის შესასვლელი დაიტბორა, თუმცა მუშაობა არ შეფერხებულა

BM.GE