მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6 თვეში, საქართველოს ტრანსპორტის სექტორიდან უფრო მეტი FDI გავიდა, ვიდრე შემოვიდა|TOP ინვესტორები
6 თვეში, საქართველოს ტრანსპორტის სექტორიდან უფრო მეტი FDI გავიდა, ვიდრე შემოვიდა|TOP ინვესტორები

6 თვეში, საქართველოს ტრანსპორტის სექტორიდან უფრო მეტი FDI გავიდა, ვიდრე შემოვიდა|TOP ინვესტორები

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 00:10|bm.ge

2026 წლის 6 თვეში საქართველოს ტრანსპორტის სექტორიდან უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

საქსტატის თანახმად, I კვარტალში ამ დარგში FDI -51.8 მლნ დოლარი იყო, II კვარტალში - $8.7 მლნ ჩაიდო და შედეგად, 6 თვეში ტრანსპორტის სექტორში FDI -43 მილიონი დოლარი იყო.

რას ნიშნავს ეს? - მოცემულ საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან გატანილმა/გადახდილმა უცხოურმა კაპიტალმა გადააჭარბა საქართველოში შემოსულ ახალ ინვესტიციას, რაც სამი ძირითადი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული: დივიდენდის გატანა - როდესაც უცხოელი ინვესტორის მიერ დაფუძნებული კომპანია იღებს მოგებას, მას აქვს ორი არჩევანი: ან ეს მოგება ისევ ბიზნესში ჩადოს ან საკუთარ ქვეყანაში გაიტანოს დივიდენდის სახით. 2. სავალო ვალდებულებების დაფარვა (სასესხო კაპიტალის უკან დაბრუნება, როდესაც მაგალითად, უცხოური მშობელი კომპანია სესხს აძლევს თავის ქართულ შვილობილ კომპანიას) 3. ქართული კომპანიის მიერ წილის გამოსყიდვა - ეს არის შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი (ქართული) კომპანია უცხოელი პარტნიორისგან უკან ყიდულობს წილს/აქციებს, რაც საინვესტიციო ნაკადის საქართველოდან გასვლად აღირიცხება.

აღსანიშნავია, რომ თუ ბოლო სამი წლის კვარტალურ ტენდენციას შევხედავთ, მხოლოდ წელს, მეორე კვარტალში შემოსული 9 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ამ სფეროში ინვესტორი ქვეყნების გეოგრაფიას, წელს, ორ კვარტალში, საქსტატის მიხედვით, ყველაზე დიდი ინვესტიცია $23 მლნ აზერბაიჯანიდან ჩაიდო, შემდეგ მოდის ყაზახეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ტრანსპორტი და დასაწყობება სულ -43,085.6 აზერბაიჯანი 23,846.3 ყაზახეთი 4,527.5 არაბთა გაერთიანებული საამიროები 2,774.8 კაიმანის კ-ბი ... საფრანგეთი ... კვიპროსი 1,462.5 ყატარი ... ნიდერლანდები 1,208.8 უკრაინა 1,057.7 შვეიცარია 946.1 ჩეხეთი ... თურქმენეთი 522.3 რუსეთი 288.6 გერმანია 276.8 დანარჩენი ქვეყნები -79,996.9

საქსტატი, ქვეყნების გასწვრივ, FDI-ს მოცულობას მრავალწერტილით მაშინ აღნიშნავს, თუ ამ ქვეყნიდან 1 ან 2 კომპანია საქმიანობს სფეროში და შესაძლებელია, მათი იდენტიფიცირება და შესაბამისად, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობის გაგება, რაც კომერციული საიდუმლოებაა.

TOP-10 ინვესტორი კომპანიების ათეული კი, სადაც წელს, 6 თვეში, ტრანსპორტის სფეროში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, ასე გამოიყურება (საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით): შპს სიემეი სიჯიემ საქართველო; შპს შავი ზღვის ტერმინალი; შპს ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო; შპს არკას ჯორჯია; შპს ბათუმის ნავთობტერმინალი; შპს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი; კატარ ეარვეიზ (ქიუ.სი.ეს.სი.)–ის ფილიალი საქართველოში; შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი; ვიბრო დიაგნოსტიკ; შპს შაჰინ თრაველ.

ცნობისთვის: 2026 წლის 6 თვეში, საქართველოში სულ 750 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით ანუ 210 მილიონი დოლარით ნაკლებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სურსათის ფასები ევროპაში: სად ღირს საკვები ყველაზე ძვირი/იაფი?

სურსათის ფასები ევროპაში: სად ღირს საკვები ყველაზე ძვირი/იაფი?

BM.GE

ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების კოლექციები

ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების კოლექციები

BM.GE

რომელ ქვეყნებს აქვთ IMF-ის ყველაზე დიდი ვალი?

რომელ ქვეყნებს აქვთ IMF-ის ყველაზე დიდი ვალი?

BM.GE

AI-მ მიაგნო ხარვეზს, რომელიც ვებსაიტების 70%-ისთვის საფრთხის შემცველია

AI-მ მიაგნო ხარვეზს, რომელიც ვებსაიტების 70%-ისთვის საფრთხის შემცველია

BM.GE