მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით შემცირდა
6 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით შემცირდა

6 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით შემცირდა

BM.GE20 ივლისი, 2026, 18:18|bm.ge

2026 წლის 6 თვეში საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით 1 მილიარდ 931 მილიონ დოლარამდე შეუმცირდა. მიზეზი მეორე კვარტალში დაფიქსირებული კლებაა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უშუალოდ მეორე კვარტალში ქვეყანამ 1 მილიარდ 101 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია.

მიმდინარე წლის 6 თვეშიც საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან მიიღო - ჯამში 307 მლნ დოლარი, შემდეგ მოდის თურქეთი 255 მლნ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ისრაელი 223 მლნ დოლარით.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე დიდი შემოსავალი შემოვიდა:

• რუსეთი: $307.1 მლნ - კლება 0.23%; • თურქეთი: $255 მლნ - კლება 1.35%; • ისრაელი: $222.7 მლნ - კლება 8%; • აზერბაიჯანი: $107.6 მლნ - მატება 5%; • უკრაინა: $99 მლნ - მატება 42%;

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველომ 335.6 მლნ მიიღო, რაც გასული წლის ორი კვარტალის მონაცემზე 58.6 მლნ დოლარით, ანუ 21%-ით მეტია.

2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.7%-ით 2 734 504-მდე შემცირდა. წელს ვიზიტებში ყველაზე დიდი კლება თითქმის 49% ირანიდან დაფიქსირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

BM.GE

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

BM.GE

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

BM.GE