მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 62-სართულიანი 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ი თამამი განაცხადია, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს|ირაკლი კობახიძე
62-სართულიანი 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ი თამამი განაცხადია, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს|ირაკლი კობახიძე

62-სართულიანი 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ი თამამი განაცხადია, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს|ირაკლი კობახიძე

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 01:10|bm.ge

პრემიერ ირაკლი კობახიძის შეფასებით, პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს და 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶, Downtown Tbilisi-ს ოფიციალურ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღევანდელი დღე, თამამად შეიძლება ითქვას, არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის" - თქვა მან.

მთავრობის მეთაურის განცხადებითვე, პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს.

"ეს მასშტაბური თანამშრომლობა არის აბსოლუტურად ბუნებრივი და კანონზომიერი: საქართველო არის ბუნებრივი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის მრავალი თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, ღია ეკონომიკა და ამის შედეგია, რომ თბილისი და ზოგადად ჩვენი ქვეყანა გლობალური ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და მიმზიდველ მიმართულებად ყალიბდება.ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ალბათ 5 წლის წინაც კი ძალიან რთულად წარმოვიდგენით, თუმცა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. დღეს აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წლების განმავლობაში. მხოლოდ ამ 5 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა დოლარში თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა. რა თქმა უნდა, ასეთი ტენდენცია, ასეთი დინამიკა იძლევა ახალი მასშტაბის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გლობალური ბრენდის - „ტრამპის ორგანიზაციისა“ და მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული ფირმის, Gensler-ის ვაშინგტონის ოფისის ჩართულობა ამ პროექტის წარმატების ძალიან მყარ გარანტიას ქმნის.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსოფლიო გიგანტების ღირსეული და სრულფასოვანი პარტნიორია ქართული ბიზნესი. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართულ კომპანიებს და კაპიტალს გლობალური მასშტაბის იდეების განხორციელების რესურსი და შესაძლებლობა აქვს.ეს პროექტი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს ჩვენს ქვეყანაში, მრავალწლიან დაკვეთებს ქართული სამშენებლო სექტორისთვის და ამდენად, უდიდეს სტიმულს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. 2031 წელს, როდესაც ტრამპ თაუერი აშენდება და 2033 წელს, როდესაც მთლიანი უბანი დასრულდება, თბილისი მიიღებს სრულიად გამორჩეულ სივრცეს, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება განახლებულ ცენტრალურ პარკს.საქართველოს მთავრობა მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, თითოეულ ინვესტორს მსგავსი მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩართულ კომპანიას - მადლობა „არქის“, „ინვიას“, „საფირ ორგანიზაციას“, „ფინვესტს“, „ბლოქსტოუნ კაპიტალს“ და „ვექტორ ჯგუფს“ ამ ინიციატივისთვის და წარმატებას ვუსურვებ.

მადლობას ვუხდი Downtown Tbilisi-ს და Trump Tower-ს, ჩვენს ინვესტორებს ამ პროექტის განხორციელებისთვის, მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი გახდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის, მშვიდობისა და პროგრესის კიდევ ერთი თვალსაჩინო სიმბოლო, საქართველოს, როგორც სანდო, საიმედო და სტაბილური სახელმწიფოს სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 179 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →თბილისის →

მსგავსი სტატიები

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

BM.GE

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

BM.GE

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

BM.GE