მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 7 სახელმწიფო ორგანიზაცია/სამინისტრო, რომელმაც “იმედში” რეკლამა მიიტანა
7 სახელმწიფო ორგანიზაცია/სამინისტრო, რომელმაც “იმედში” რეკლამა მიიტანა

7 სახელმწიფო ორგანიზაცია/სამინისტრო, რომელმაც “იმედში” რეკლამა მიიტანა

BM.GE15 მაისი, 2026, 22:39|bm.ge

"იმედზე" სამთავრობო უწყებების მიერ განთავსებული რეკლამების მოცულობა გაიზარდა - ამის შესახებ არხის მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში "იმედს" რეკლამა შვიდმა სახელმწიფო ორგანიზაციამ დაუკვეთა, ხოლო ამ რეკლამების ჯამური მოცულობა 1.7 მილიონ ლარამდე იყო, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ "იმედზე" განთავსებული რეკლამების მაქსიმალური ღირებულება 250 ათას ლარამდე იყო.

ასევე, 77%-ით გაიზარდა ტელეიმედის მთლიანი სარეკლამო შემოსავლები 2026 წლის პირველ კვარტალში და მან 10.8 მილიონ ლარს მიაღწია.

ტელევიზიები ვალდებული არიან კომუნიკაციების კომისიას ყოველკვარტალურად წარუდგინონ ინფორმაცია დამკვეთების შესახებ, რომლებმაც მათ 7000 ლარზე მსხვილი დაკვეთა მისცეს, რასაც კომისია მოცულობის მიხედვით აჯგუფებს და ისე ასაჯაროებს - უფრო დეტალურად, ყველაზე დაბალი კატეგორიისაა 7-50 ათასი ლარის კონტრაქტები; შემდეგ არის 50-100 ათასი ლარის სარეკლამო კონტრაქტები; 100-500 ათასი ლარის კონტრაქტები, ხოლო ყველაზე მაღალ კატეგორიას კი 500 ათას ლარზე მეტი კონტრაქტები წარმოადგენენ.

"ტელეიმედის" 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, მათ დამკვეთებს შორის იყო შვიდი სახელმწიფო ორგანიზაცია (2025 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ სამი). ამასთან, ამ შვიდიდან სამის კონტრაქტის მოცულობა 100-500 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობდა, მაშინ როდესაც გასული წლის პირველ კვარტალში ტელეიმედის არცერთ სახელმწიფო დამკვეთს 100 ათას ლარზე დიდი კონტრაქტი არ ჰქონდა.

ეს ნიშნავს რომ თუკი არხის მიერ გასული წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო დაკვეთების მაქსიმალური მოცულობა 250 ათასი ლარი შეიძლება ყოფილიყო, 2026 წლის პირველ კვარტალში დაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 1.7 მილიონ ლარამდეა.

2026 წლის პირველ კვარტალში "ტელეიმედის" სახელმწიფო დამკვეთები:

# ორგანიზაცია კონტრაქტის მოცულობა 1 სსიპ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 100,000–500,000 ლარი; 2 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 100,000–500,000 ლარი; 3 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 100,000–500,000 ლარი; 4 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 7,000–50,000 ლარი; 5 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 7,000–50,000 ლარი; 6 სსიპ იუსტიციის სახლი 7,000–50,000 ლარი; 7 სურსათის ეროვნული სააგენტო 7,000–50,000 ლარი;

2025 წლის პირველ კვარტალში ტელეიმედის სახელმწიფო დამკვეთები:

# ორგანიზაცია კონტრაქტის მოცულობა 1 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 50,000–100,000 ლარი; 2 სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო 50,000–100,000 ლარი; 3 საქართველოს ფოსტა 7,000–50,000 ლარი.

ცნობისთვის, 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის ტელეკომპანიებს "იმედსა" და "პოსტვ"-ს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იმედის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე "მითების დეტექტორმა" ყალბი ანგარიშები გამოავლინაფორმულა
  • სააკაშვილი: სამი მთავარი სიტყვა “გაგვიბანძეს” - იმედი, მშვიდობა და ოცნება"ტვ პირველი
  • მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი და, ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება - ზურაბ რურუარუსთავი 2
  • 2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო – MDFნეტგაზეთი
იმედის →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE