
7 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი
7 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგნაირია:
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს მშენებლობის ღირებულების ინდექსს (2026 წლის ივლისი);
12:00 საათზე - თბილისის საკრებულოში, სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) (თურქეთი) შორის ხელი მოეწერება ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას.
13:00 საათზე - პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება, განსახილველი საკითხია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“
14:00 საათზე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა იგეგმება, განსახილველი საკითხებია: 1. „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი − საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“; 2. „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თბილისის შემოვლითი გზის პროექტი (მე-4 და მე-5 ლოტები)“; 3. „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოში საბანკო რეზოლუციისათვის მზადყოფნის პროექტი)“; 4. „2020 წლის 31 ივლისის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმების (ქალაქ ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება)“ N2 ცვლილების შეთანხმება“.
BM.GE
წყარო: bm.ge