მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სასკოლო ფორმა არ იყოს სავალდებულო" | Manifest.ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა
"სასკოლო ფორმა არ იყოს სავალდებულო" | Manifest.ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა

"სასკოლო ფორმა არ იყოს სავალდებულო" | Manifest.ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა

BM.GE6 სექტემბერი, 2026, 23:45|bm.ge

პეტიციას სასკოლო ფორმების სავალდებულოობის გაუქმების თაობაზე თითქმის 10 000 ხელმოწერა აქვს. Manifest.ge-ზე გამოქვეყნებული პეტიციის ადრესატი განათლების სამინისტროა.

პეტიციის ავტორი აღნიშნავს, რომ მშობელს და მოსწავლეს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, ისარგებლებენ თუ არა სასკოლო ფორმით, იმ პირობით, რომ მოსწავლის ჩაცმულობა შეესაბამება სკოლაში დადგენილ წესებს.

"პეტიციის საფუძველი: განათლების ხარისხს სასკოლო ფორმა არ აუმჯობესებს. (კვლევები არ იძლევა საკმარის საფუძველს იმისთვის რომ ეს ვთქვათ)

ფორმა ოჯახებისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯია. სავალდებულო ფორმა, ავტომატურად ვერ უზრუნველყოფს სოციალურ თანასწორობას - შეიძლება პირიქითაც კი მოხდეს (დაზიანებული ფორმების ჩანაცვლებას შეძლებული ოჯახები უფრო მარტივად მოახერხებენ) განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, ბავშვისთვის კომფორტული და თავისუფალი მოძრაობა მნიშვნელოვანია. სკოლებს შეუძლიათ ერთიან ვიზუალურ სტანდარტს არასავალდებულო ფორმებითაც მიაღწიონ - რამდენიმე დასაშვები ვარიანტით. სახელმწიფომ განათლების მიღების აუცილებელ პირობად არ უნდა დააწესოს ისეთი მოთხოვნა, რომლის გარეშეც ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიღება სრულად შესაძლებელია და რომლის აუცილებლობაც სათანადოდ დასაბუთებული არ არის. და ბოლოს სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს და არა ერთიანი გარეგნობის მიღწევის სურვილს. ჩვენ არ ვითხოვთ სასკოლო ფორმის აკრძალვას. ვითხოვთ არჩევანის უფლებას.", - აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

ცნობისთვის, წლევანდელი სასწავლო წელი პირველი წელი იქნება, როდესაც დაწყებით კლასებში ფორმების ტარება სავალდებულო ხდება. სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1 სექტემბერს დაიწყო, მშობელი ვალდებულია ის შეიძინოს. თუმცა ის უფასოა სოცდაუცველებისთვის და საზოგადოების კიდევ რამდენიმე ჯგუფისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

კიევში ტრამპის წარმომადგენლების ზელენსკისთან შეხვედრის პირველი რაუნდი დასრულდა

კიევში ტრამპის წარმომადგენლების ზელენსკისთან შეხვედრის პირველი რაუნდი დასრულდა

BM.GE

7 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

7 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

წინაპირობა არის, რომ ტენდერებში ინდექსაციის მოდელი გადაიხედება და უკეთესი პირობებით შეიცვლება - "დიკა 2010"

წინაპირობა არის, რომ ტენდერებში ინდექსაციის მოდელი გადაიხედება და უკეთესი პირობებით შეიცვლება - "დიკა 2010"

BM.GE