
როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?
BM.GE|bm.ge
გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის დადებითი იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 0.2%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეგატიური იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი თითქმის 0.5%-ით შემცირდა.
არასახარბიელო შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 1%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 96 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 91 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 87 დოლარის ფარგლებშია.
ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 0.5%-ით შემცირდა და უნცია მეტალის ფასმა 4432 დოლარი შეადგინა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge