მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა - როგორია შედეგები?
7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა - როგორია შედეგები?

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა - როგორია შედეგები?

BM.GE7 აგვისტო, 2026, 18:00|bm.ge

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სამსახურებმა და საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა განახორციელეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

"მიმდინარე წლის შვიდ თვეში, 41 კომპანიაში განხორციელდა 181 საინსპექციო კონტროლი, რომლის მიზანია სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენა. აღებული 479 ნიმუშიდან დარღვევა 4 კომპანიის 9 ნიმუშში გამოვლინდა.

სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, 5 კომპანიაში განხორციელდა 15 შემოწმება, რომლის მიზანი საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებაა. აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

შიდა ბაზრის კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 79 ობიექტი, სადაც დარღვევა 43 კომპანიის 63 ნიმუშში დაფიქსირდა.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“ მიერ ინსპექტირება 60 კომპანიაში განხორციელდა. აღებული 223 ნიმუშიდან დარღვევა 7 კომპანიის 11 ნიმუშში გამოვლინდა", - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ პრესრელიზში.

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ობიექტს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • Reuters: ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო და ისინი პირდაპირ გააფრთხილა - თეირანი დარტყმებს მიაყენებს ნავთობის, ენერგეტიკისა და წყლის ობიექტებს, თუ ისინი ტრამპს არ დაარწმუნებენ, შეწყვიტოს აშშ-ის იერიშები ირანზეიმედი
  • მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდარუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
ობიექტს →

მსგავსი სტატიები

ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო

ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო

BM.GE

ბოლნისში აგროქიმიკატების მაღაზია არალეგალურად მუშაობდა - სეს-მა ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

ბოლნისში აგროქიმიკატების მაღაზია არალეგალურად მუშაობდა - სეს-მა ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

BM.GE

უკრაინამ Wildbarries-ის კიდევ ერთ საწყობს დაარტყა

უკრაინამ Wildbarries-ის კიდევ ერთ საწყობს დაარტყა

BM.GE

"საქართველოში ბიზნესი ხელშეუხებელია, თავად მოაგვარებენ და გაერკვევიან" - კახა კალაძე Inter Rao-ს დასანქცირებაზე

"საქართველოში ბიზნესი ხელშეუხებელია, თავად მოაგვარებენ და გაერკვევიან" - კახა კალაძე Inter Rao-ს დასანქცირებაზე

BM.GE