მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბოლნისში აგროქიმიკატების მაღაზია არალეგალურად მუშაობდა - სეს-მა ბიზნესოპერატორი დააჯარიმა
ბოლნისში აგროქიმიკატების მაღაზია არალეგალურად მუშაობდა - სეს-მა ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

ბოლნისში აგროქიმიკატების მაღაზია არალეგალურად მუშაობდა - სეს-მა ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

BM.GE7 აგვისტო, 2026, 18:48|bm.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში პესტიციდების და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

სეს-ის ინფორმაციით, ინდმეწარმე ჯ.ო. (ბოლნისი, სოფ. ნახიდური) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

"მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარების მიღება, რაც სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას ითვალისწინებს.

გამოვლენილი დარღვევის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და სავალდებულო აღიარების მიღებამდე ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერთა ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი და უსაფრთხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო კონტროლს აქტიურად აგრძელებს.

სააგენტო ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ - TOP 10

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ - TOP 10

BM.GE

ინვესტიციების სააგენტოსა და Enterprise Greece-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ინვესტიციების სააგენტოსა და Enterprise Greece-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE

გზაზე გამოვლენილი დეფექტების გამო, სამტრედია-გრიგოლეთის III მონაკვეთზე მოძრაობა 4 დღით იზღუდება

გზაზე გამოვლენილი დეფექტების გამო, სამტრედია-გრიგოლეთის III მონაკვეთზე მოძრაობა 4 დღით იზღუდება

BM.GE

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობა 3 ლარამდე გაძვირდა

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობა 3 ლარამდე გაძვირდა

BM.GE