მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 8 თვეში ჩაის იმპორტ-ექსპორტი შემცირდა|სად ვყიდულობთ/ვყიდით ჩაის?
8 თვეში ჩაის იმპორტ-ექსპორტი შემცირდა|სად ვყიდულობთ/ვყიდით ჩაის?

8 თვეში ჩაის იმპორტ-ექსპორტი შემცირდა|სად ვყიდულობთ/ვყიდით ჩაის?

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 13:00|bm.ge

2026 წლის 8 თვეში საქართველოში ჩაის იმპორტი და ექსპორტი შემცირდა. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანას ჩაის წარმოების მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, დღეისთვის საქართველო ჩაის იმპორტზეა დამოკიდებული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აგვისტოში საქართველომ 6 მილიონ 748 ათასი დოლარის ღირებულების 1 256 ტონა ჩაი შემოვიდა. წლიურად კლება 10.2%-ია.

იმპორტის კლება ძირითადად შრი-ლანკადან გადმოზიდვების შემცირებით არის განპირობებული, თუმცა იმპორტი რუსეთიდანაც და თურქეთიდანაც მცირედით შემცირებულია.ჩაის TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

• აზერბაიჯანი - $2.4 მლნ, 315 ტონა; • რუსეთი - $1.8 მლნ, 242 ტონა; • შრი-ლანკა - $1 მლნ, 198 ტონა; • პოლონეთი - $374 ათასი, 22 ტონა; • თურქეთი - $259 ათასი, 350 ტონა;

იმპორტის კლების პარალელურად ქვეყანაში ჩაის ექსპორტიც შემცირდა. წელს დაახლოებით 15 ქვეყანაში 1 მილიონ 846 ათასი დოლარის ღირებულების 976 ტონა ჩაი გავიდა. ექსპორტი 23.1%-ით შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ექსპორტი წლის პირველ 8 თვეში 988 ათას დოლარამდე გაიზარდა. ამ პერიოდში 786 ტონა ქართული ჩაი ძირითადად მონღოლეთში, ყაზახეთსა და რუსეთში გავყიდეთ. ჩაის რეექსპორტი კი 43.4%-ით 858 ათას დოლარამდე შემცირდა. ჩაის რეექსპორტი თურქეთში და სომხეთში მოხდა.

TOP-5 ექსპორტიორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

• თურქეთი - $797 ათასი, 186 ტონა; • მონღოლეთი - $273 ათასი, 313 ტონა; • ყაზახეთი - $135 ათასი, 225 ტონა; • რუსეთი - $93 ათასი, 114 ტონა; • სომხეთი - $86 ათასი. 47 ტონა;

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ქონებას ფლობს MTA-ს ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე?

რა ქონებას ფლობს MTA-ს ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე?

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

5 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

5 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

ისტორიაში პირველად, აშშ-ში სადღესასწაულო სეზონზე საცალო გაყიდვები $1 ტრილიონს გადააჭარბებს - CNBC

ისტორიაში პირველად, აშშ-ში სადღესასწაულო სეზონზე საცალო გაყიდვები $1 ტრილიონს გადააჭარბებს - CNBC

BM.GE