მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 8 თვეში მთავრობამ ₾15.4 მილიარდის გადასახადები აკრიფა | ანგარიში
8 თვეში მთავრობამ ₾15.4 მილიარდის გადასახადები აკრიფა | ანგარიში

8 თვეში მთავრობამ ₾15.4 მილიარდის გადასახადები აკრიფა | ანგარიში

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 14:50|bm.ge

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის 8 თვის ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც იანვარ-აგვისტოში განმავლობაში ბიუჯეტში 15.4 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც 9 თვის გეგმის 90.5%-ია. კონკრეტული გადასახადების მიხედვით, შესრულება უფრო მაღალია მოგების გადასახადში - 97.8%, ხოლო დაბალი დამატებული ღირებულების გადასახადის მიმართულებით 90.1%.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება ასე ნაწილდება:

გადასახადი შესრულება იანვარ-აგვისტოში 9 თვის გეგმასთან მიმართებით % დამატებული ღირებულების გადასახადი ₾5,749,276,000 90.10% საშემოსავლო გადასახადი ₾5,553,927,000 91.20% მოგების გადასახადი ₾2,381,642,000 97.80% აქციზი ₾1,766,226,200 90.10% იმპორტის გადასახადი ₾108,855,400 97.20%

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა წყაროებს, მათ შორის პირველ ადგილზეა დივიდენდები, რაც ძირითადად ეროვნული ბანკის დივიდენდს მოიცავს 571 მილიონი ლარის ოდენობით (გეგმის 127%), კომერციულ ბანკებში მთავრობის დეპოზიტებზე დარიცხულმა პროცენტმა კი 221 მილიონი ლარი შეადგინა (გეგმის 109%). პრივატიზაციის შემოსავალი 117 მილიონ ლარს შეადგენდა (გეგმის 82%).

ვალდებულებების მოზიდვით კი მთავრობამ 3.07 მილიარდი ლარი მიიღო (გეგმის 85%); საიდანაც ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების (სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების) გამოშვებით მიღებული თანხა 1.26 მილიარდ ლარს შეადგენდა (გეგმის 91.%); ხოლო საგარეო ვალდებულებების მოზიდვით მიღებული თანხა 1.8 მილიარდი ლარი იყო (გეგმის 81.5%).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ შეძლო შეეცვალა უნგრეთის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ ორბანის მთავრობა ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდაიმედი
  • "ფასმა შესაძლოა 3 ევროს მიაღწიოს" - საწვავის რეკორდული გაძვირების ფონზე გერმანიის მთავრობაში დავა გრძელდებარუსთავი 2
  • რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! - ფიქრია ჩიხრაძეტვ პირველი
  • შვედეთის არჩევნები: ოპოზიცია მცირე უპირატესობით უსწრებს მემარჯვენე მთავრობასნეტგაზეთი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

მთლიან ექსპორტში ადგილობრივი საქონლის წილი 60.6%-მდე გაიზარდა | რომელი საქონლის გადაზიდვები გაიზარდა/შემცირდა?

მთლიან ექსპორტში ადგილობრივი საქონლის წილი 60.6%-მდე გაიზარდა | რომელი საქონლის გადაზიდვები გაიზარდა/შემცირდა?

BM.GE

ქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ - ქომაგობა არ ჩერდება

ქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ - ქომაგობა არ ჩერდება

BM.GE

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

BM.GE

ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - საქართველოს TOP-10 საექსპორტო საქონელი

ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - საქართველოს TOP-10 საექსპორტო საქონელი

BM.GE